ილია მეორემ თქვა, სვეტიცხოველი მეფეების არის, სიონი პატრიარქების და იქ დავიკრძალები, მარცხენა საკურთხეველიც თავად მიუთითა, - ამის შესახებ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც პატრიარქს სვეტიცხოველში დაკრძალვა შესთავაზეს, მისი ნება შეუცვლელი იყო და ამბობდა, რომ სიონში უნდა დაედო სამუდამო საცხოვრისი.

"მან ერთი სურვილი გააჟღერა ჩემთან, ეს იყო სამი წლის წინ, როდესაც სურვილი მხოლოდ ჩემთან გააჟღერა. მე ეს სურვილი დავწერე და ვუთხარი, რომ აუცილებლად ვეტყოდი ამას მამა დავითს, რომელიც მისი მეკელიე გახლავთ. თანხმობა მომცა. მისი ეს სურვილი რაც გადმომცა, თუ რა უნდა მომემოქმედებინა და გამეკეთებინა ამისთვის. მე ერთი თვის თავზე ეს მოქმედებები ჩავატარე და მოვახსენე მას პასუხი. ადგილის შერჩევითაც კი. ერთი თვის თავზე დაარეკინა მამა დავითს ჩემთან, მე ისრაელში ვიყავი იმ დროს და გადმომცეს, რომ მისი საბოლოო ნება, შეუცვლელი იყო სიონი. მარცხენა საკურთხეველი დიახ, სადაც მიუთითა თავად. მას შესთავაზეს და უთხრეს, სვეტიცხოველი რატომ არაო... მან გასცა სვეტიცხოველთან დაკავშირებით, რომ სვეტიცხოველი მეფეების არის, სიონი არის პატრიარქების და იქ დავიკრძალები. სამებაზე არ ჰქონდა მას აქცენტი", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.