პირველ სამშობიარო კლინიკაში ხმაურია, ოჯახის წევრები პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. 

მათი განცხადებით, ოპერაციის გაკეთების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, ახალგაზრდა ქალს, რომელიც 15 დღეა, კლინიკაშია, დიალიზის აპარატი სჭირდება, თუმცა კლინიკა საჭიროებას ვერ უზრუნველყოფს.

ოჯახის წევრები კლინიკის ექიმის კაბინეტში შევიდნენ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ამავე კლინიკაში რამდენიმე დღის წინ 35 წლის ქალი გარდაიცვალა.