ქვემო ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად სადარბაზო ჩამოინგრა.

შემთხვევა 127-ე სკოლის უკან მოხდა.

დაშავებულია სამი ადამიანი. ისინი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო-სამაშველო სამსახურები და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.