როგორია, ციხეში რომ იგებ - მამაშენს ჭიშკართან პოულობენ მკვდარს? ჩემთვის, თქვენ მკვლელები ხართ. მოვა დრო და ყველას მოეთხოვება პასუხი სამართლებრივად, - ამის შესახებ დაკავებულმა ონისე ცხადაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან პროკურორებს მიმართა, რომ არ სჭირდება მათი სამძიმარი.

"გულწრფელად, ირონიისგან დაცლილად მინდა ვკითხო პროკურორებს - მე თუ მომიკლავს ვინმე? ვის რა ჯანდაბად სჭირდება თქვენი სამძიმარი. რა ასაკშიც მამაჩემი გარდაიცვალა, მის სისხლში არავინ გარდაცვლილა. მამაჩემს არაფერი დაუშავებია, არც გული აწუხებდა. პირველად მის გულზე ხელი მაშინ დავინახე, მე რომ მაკავებდნენ. ჩემთვის, თქვენ მკვლელები ხართ. მოვა დრო და ყველას მოეთხოვება პასუხი სამართლებრივად. იცოდეთ, რომ მაგაში დამნაშავეები თქვენ ხართ. 
 
როგორია, ციხეში რომ იგებ - მამაშენს ჭიშკართან პოულობენ მკვდარს? არ ფიქრობთ ხოლმე ამაზე? ბავშვობაში რომ რამე დამიშავებია, ახლაც მახსენდება და ის მაწუხებს. რამე ასეთი გრძნობა არ გაქვთ? ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება, მაგრამ ქვეყანა მეცოდება. მე სიკვდილის შიში დიდი ხანია, დამარცხებული მაქვს, ახლა კიდევ ერთი მიზეზი დამემატა. ერთი თხოვნა მექნება - ჩემზე ნუ იდარდებთ, ქვეყანას მიხედეთ", - განაცხადა ონისე ცხადაძემ.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ონისე ცხადაძის მამა 26 ივნისს გულის შეტევით გარდაიცვალა.