თსუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

შეკრებილი მოქალაქეები, სტუდენტები დაკავებულ მათე დევიძეს სოლიდარობას უცხადებენ.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე კარავი გაშალეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სასამართლო სისტემა გაფორმებულია რეჟიმის მსახურად.

"მთელი სასამართლო სისტემა გაფორმებულია რეჟიმის მსახურად. ამდენი სპონტანურად გამოსული ადამიანი თბილისის ქუჩებში არის ცხადი ინდიკატორი ამ რეჟიმისთვის, რომ უსამართლობის მიმართ შეუგუებლობის ხარისხი ამ ადამიანებში არის წარმოუდგენლად მაღალი", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას მათე დევიძე არ დასწრებია.

მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს.