თამაზი შიმშილობს, იმედია, რომ გაუძლებს ამ ბრძოლას. ალბათ, იქამდე იშიმშილებს, სანამ არ მოიგებს ამ ბრძოლას, - ამის შესახებ დაკავებული თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლემ ანა სუჯაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურორის მოთხოვნა ერთწლიანი პატიმრობაა.

"სამწუხაროდ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, მე არც ველოდი სხვა გადაწყვეტილებას. თამაზი შიმშილობს, იმედია, რომ გაუძლებს ამ ბრძოლას. ალბათ, იქამდე იშიმშილებს, სანამ არ მოიგებს ამ ბრძოლას.

პროკურორი ერთწლიან პატიმრობას ითხოვდა სასამართლოზე, ფაქტია, რომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს წინა სასამართლოზე და ვნახოთ, ამ კადრების შემდეგ რა იქნება და რას გადაწყვეტენ ", - განაცხადა ანა სუჯაშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა.