თბილისში, ერთ-ერთ ბინაში 23 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ცნობილია, მამაკაცი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და  სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან იყო. 

დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. 

შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.