თბილისში, გმირთა მოედანზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სხვა დეტალები უცნობია.
თბილისში, გმირთა მოედანზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სხვა დეტალები უცნობია.
1761595561
მისივე თქმით, თუკი მეუფე შიო, მამა ანდრია და მიქაელ ბოტკოველი ხელისუფლების ნაბიჯებს დაგმობენ, ის მათზე აღარაფერს იტყვის."მე ვეუბნები მეუფე შიოსაც, მამა ანდრიასაც და მიქაელ ბოტკოველსაც - გამოვიდნენ ხვალ, დაგმონ ხვალ რუსული კურსი, დაგმონ რასაც მთავრობა აკეთებს, დაგმონ, რომ ევროპაში ყველა ჩვენს მთავრობას ლანძღავს, თქვან, რომ რუსეთი მოძალადეა და ძალადობს საქართველოზე, თქვან, რომ ანწუხელიძე არის გმირი და მივალ კი არა, მივეჭრები და ხელზე ვაკოცებ ყველას და არცერთზე არ ვიტყვი სიტყვას არასოდეს. გამოვიდნენ ამ ხალხთან, ვინც რუსთაველზე დგანან, მივიდნენ ციხეებში.დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არის ჩემი ბრალმდებელი, რომ მე ვარ აგრესორი. არაფრით არ შეიძლება მე მივიდე იმ კომისიაზე, რომელზეც ის არის და ამიტომ დავწერე წერილში, რომ ისიც დაიბარეთ არა როგორც კომისიის წევრი, არამედ როგორც ბრალმდებელი და დაამტკიცოს, რომ მე ვარ მოძალადე. ჯაღმაიძე მე ეკლესია არ მგონია არასოდეს, თვითონ ატყუებს ადამიანებს, "პოსტი" დადო - მეკითხებიან, არქიმანდრიტი დოროთე ეკლესიის სახელით ამბობს თუ არაო და მე ვეუბნები - არაო. ეკლესიის სახელით საუბარი არ შეუძლია არცერთ მღვდელს, ეპისკოპოსს, ეკლესიის სახელით საუბრობს პატრიარქი, თან სინოდიდან სინოდამდე, ეს წაიკითხოს მაგან, 95-შია ეს წიგნი გამოშვებული, თუმცა მაგ დროს ეგ რუსეთში იქნებოდა", - განაცხადა მამა დოროთე ყურაშვილმა.არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საეპარქიო კომისიის სხდომაზე 29 ოქტომბერს, 14:00 საათზეა დაბარებული.
1761594938
10:30 საათზე - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართებაილია ჭავჭავაძის დარბაზი(C კორპუსი, V სართული 11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი უპასუხებს.საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია 551 633 64411:45 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08; ანუკა გაბელია 551 633 644 12:00 საათზე - პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.პლენარულ სხდომათა დარბაზი 16:00 საათზე - საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N221(C კორპუსი, II სართული)
1761594929
კურონუ ჩაერევით უსარგებლო საუბრებში. შესაძლოა, გარშემომყოფებისგან იყოს საკუთარი პრობლემების თქვენთვის თავს მოხვევის მცდელობა. მიხედეთ თქვენს საქმეებს, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე.ტყუპებიყურადღება მიაქციეთ გართულებული, ან გაჭიანურებული საკითხების მოგვარებას. ნუ მიიღებთ რადიკალურ ზომებს ურთიერთობებში. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და განწყობაზე.კირჩხიბიშეინარჩუნეთ ემოციური სტაბილურობა. სამსახურში თუ სახლში მუშაობით ნუ გადაიტვირთებით, მეტად იაქტიურეთ შემოქმედებითი კუთხით. მოუსმინეთ შინაგან ხმას.ლომიდღეს, იზრუნეთ პირადი და საოჯახო ურთიერთობების დალაგებაზე. სამსახურში შეგიძლიათ, უფრო აქტიურ პოზიციაში იყოთ.ქალწულიდღე დაიწყეთ მოტივირებულად, აიმაღლეთ განწყობა სასიამოვნო მუსიკით. გახსოვდეთ, დატვირთულ დღესაც უნდა გამონახოთ დასვენებისთვის მცირე დრო.სასწორიიზრუნეთ ემოციურ სტაბილურობაზე. სამსახურში შეგიძლიათ, ინიციატივაც გამოიჩინოთ, თუმცა, ახალი საქმეების წამოწყებისთვის, სხვა დღე სჯობს, შეარჩიოთ. ყურადღება მიაქციეთ სამყაროს მინიშნებებს.მორიელიდღე საკმაოდ მშვიდ და პოზიტიურ ვითარებაში ჩაივლის. გააანალიზეთ დაშვებული შეცდომები, იფიქრეთ სამომავლო ნაბიჯებზე, მეტად დაეყრდენით საკუთარ ინტუიციას.მშვილდოსანიგახსოვდეთ, რომ ოპტიმისტური განწყობა წარმატებული დღის საწინდარია. ნუ გაიფუჭებთ ხასიათს წვრილმანი უსიამოვნებებით, იფიქრეთ იმიჯის შეცვლაზე.თხის რქაყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, იზრუნეთ განწყობაზე. სხვა მხრივ, სჯობს, ახალი არაფერი წამოიწყოთ და ჩვეული საქმიანობით შემოიფარგლოთ.მერწყულიგაიხალისეთ განწყობა და იზრუნეთ საყვარელი ადამიანების გახარებაზე. მოაგვარეთ გადასაწყვეტი საკითხები.თევზებიშეიქმენით ფერადი განწყობა. მოინახულეთ მეგობრები, რომლებთან ურთიერთობაც გახალისებთ და გმატებთ თავდაჯერებას. თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისგან.
1761591995
"დიქტატურა ფორმდება ჩვენს ქვეყანაში და ამაზე საერთაშორისო პარტნიორები ღიად საუბრობენ, მაგრამ ჩვენ ქვეყნის შიგნით თუ არ დავლაგდით, კიდევ უფრო გაიწელება იმ წნეხის ინსტრუმენტების ამოქმედება, როგორიც არის მძლავრი და ეფექტიანი სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. ივანიშვილი გააუქმებს თუ არა პარტიას, სარჩელს შეიტანს და დამოკლეს მახვილივით ამას ჩამოჰკიდებს კონკრეტულ პოლიტიკოსებზე თუ პარტიებზე, ამას ჩვენ ამხელა მნიშვნელობა არ უნდა მივცეთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ.მე ვფიქრობ, რომ ერთი რამ ნათელია - რუსული სპეცოპერაცია, რადაც ჩვენ მოვიხსენიებთ 4 ოქტომბრის ე.წ. არჩევნებს, ასევე ის მოიცავდა ძალიან კონკრეტულ და მიზანმიმართულ ერთგვარ ხაფანგს და სატყუარას, რომელშიც, დარწმუნებული ვარ, რომ მონაწილეობდნენ რუსული ოცნების ყოფილი ან ახლანდელი წევრები.4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის ორგანიზატორები ღიად საუბრობდნენ ხოლმე, რომ იქნებოდა მოულოდნელობებზე - "სიურპრიზებზე", იმაზე, რომ იქნებოდა ბევრი კომპრომატების გასაჯაროება და ასე შემდეგ. მე ბატონ პაატა ბურჭულაძეს ვთხოვე მოსვლა პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, რომ გაესაჯაროებინა მეტი კონკრეტიკა გეგმებთან ან კავშირებთან დაკავშირებით, რაც მათ ჰქონდათ იმისთვის, რომ ჩვენ უფრო სრულფასოვანი აზრი შეგვქმნოდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლებოდა მოვლენების განვითარება, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ინფორმაცია ვერ მივიღეთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
1761590809
მისივე თქმით, საერთაშორისო ფორუმებზე ხელისუფლების ნაცვლად ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი."ქართული ოცნება" აღარ არის სასურველი სტუმარი არსად და ეს ნელ-ნელა გადაითარგმნება საერთაშორისო ფორუმებში ცარიელ სკამებში, რაც ვნახეთ ევრონესტში. ხანდახან არ მივლენ თვითონ, ხანდახან არ დაპატიჟებენ, საბოლოო ჯამში კი, მივალთ იქამდე, რომ ნებისმიერ საერთაშორისო მნიშვნელოვან ფორუმებზე უკვე წარმოდგენილი იქნება არა "ქართული ოცნება", არამედ დემოკრატიული ოპოზიცია, როგორც უკვე ახლაა წარმოდგენილი ევრონესტზე.ეს ხდება ჩვეულებრივი ამბავი, როდესაც ქვეყანაში ხდება დიქტატურა და მმართველი ძალა არის ავტორიტარული რეჟიმი", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართავს, სადაც განმარტავს, თუ რატომ შეიკავა თავი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდი „შეშფოთებულია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე, როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს“.
1761586767
საგამოძიებო უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე ასევე დაკავებულები იყვნენ ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ."როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები.გამოძიებით დადგენილია, რომ ისინი ფლობდნენ ინფორმაციას, რომ შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენის და შესაბამისი რეაგირების მიზნით“,- განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
1761579690
ჟურნალისტებმა ცაჰკნას ჰკითხეს, მზად არის თუ არა ესტონეთი თავის საზღვარზე გამოჩენილი რუსული სამიზნეების ჩამოსაგდებად."ძალიან მარტივი პასუხი, როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს: ჩვენ მათ ჩამოვაგდებთ. ნატოს პროტოკოლი ამასთან დაკავშირებით 20 წელია, მოქმედებს. ალიანსი მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორია“, – განაცხადა ცაჰკნამ.
1761576289
"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ გრანტის სახით გამოყოფილი თანხების მართლზომიერად ხარჯვის კანონიერების შესწავლას.გვსურს, წარმოგიდგინოთ შემაჯამებელი ინფორმაცია ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. საგამოძიებო სამსახურმა 2025 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დააკავა, ხოლო შვიდი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.საქმეზე 1 000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა მოიპოვეს „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის“ სახელმწიფო პროგრამით დაინტერესებული 219 ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია, რომელთაც შესთავაზეს პროგრამით გათვალისწინებული გრანტის გარანტირებულად მიღება, სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის მოწესრიგება და თანამონაწილეობის თანხით უზრუნველყოფა, სანაცვლოდ კი ბენეფიციარებს მოსთხოვეს და გამოართვეს სააგენტოდან გრანტის სახით ჩარიცხული თანხები.გამოძიებით დადგინდა, რომ ბენეფიციარებისთვის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ გრანტის სახით გამოყოფილი 12 935 750 ლარიდან პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8 824 695 ლარი, ხოლო დანარჩენ 4 111 054 ლარს ორგანიზებული ჯგუფის წევრები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, დამატებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოსგან“ კიდევ ერთი პროგრამით – სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოს მოწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრანტის სახით მიიღეს, საერთო ჯამში, 1 559 739 ლარი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. დანაშაულებრივი ქმედებების სისრულეში მოსაყვანად ბრალდებულების მიერ დამზადებული და გამოყენებული იქნა ყალბი სასაქონლო ზედნადებები, ინვოისები და აუდიტორული დასკვნები.დანაშაულებრივი გზით მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა შეიძინეს და მათთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების სახელზე გააფორმეს უძრავი ქონებები და სატრანსპორტო საშუალებები, რაც გამოძიების პროცესში სრულად იქნა მოძიებული და დაყადაღებული.გამოძიების ამ ეტაპზე უკვე დადასტურებულია ბრალდებულების მხრიდან ბიუჯეტის კუთვნილი 5 670 793,2 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 3 008 906,67 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი. სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 2025 წლის ივლისსა და აგვისტოს თვეში დაკავებულია 13 პირი, მათ შორის „სოფლის განვითარების სააგენტოს“ პროექტების და ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი და სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი.ინტენსიურად გრძელდება გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის, მათ მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ქმედებებისა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის დადგენის მიზნით.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით“, – განაცხადა გუგა თავბერიძემ.
ვალტონენი - მე ვარ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ჩვენ აქ ვართ, რომ ამ ხალხს მხარი დავუჭიროთ
1760470605
სამგორის მეტროში 60 წლამდე მამაკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა
1760542052
კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელსაც სცემეს და თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს
1761412405
თურქეთი vs საქართველო - ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
1760435828
თბილისის მერი სვეტიცხოველში საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო
1760443620