ევროპის მოედნიდან მოქალაქეებმა პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყეს.

"არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

მათ თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და საპროტესტო მოწოდებების შინაარსის მქონე ტრანსპარანტები აქვთ მიტანილი.

მსვლელობის დროს შესრულდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნებიც.

თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია ბათუმშიც იმართება.