ბიზნესმენ თემურ უგულავას 28 ივნისს დაკრძალავენ, - ინფორმაციას „აჭარა ჯგუფი“ ავრცელებს.

"თემურ უგულავას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება შაბათს, 27 ივნისს, ქაშუეთის ეკლესიაში. დაკრძალვა კვირას, 28 ივნისს, 15:00 საათზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში 22 ივნისს გარდაიცვალა.