ამ რეგიონში ჩინეთის ფეხის მოკიდება მაშინ, როდესაც მათ აქვთ წარმოუდგენლად მაღალი ხარისხის სტრატეგიული თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია, - ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ ჩანს არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ჩინური მხარე დღეს მზად იყოს დიდი ინვესტიციისთვის.

"ამ რეგიონში ჩინეთის ფეხის მოკიდება მაშინ, როდესაც მათ აქვთ წარმოუდგენლად მაღალი ხარისხის სტრატეგიული თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. მთელი ტრაგიზმი ამ ისტორიის იმაშია, რომ მაშინ, როდესაც ქართველ ამომრჩეველს აქვს განცდა, რომ ჩინური ინვესტიციაა საქართველოში, რეალურად ეს ჩვენი დასავლელი მეგობრების ფულია.

არ ჩანს არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ჩინური მხარე დღეს მზად იყოს დიდი ინვესტიციისთვის. მთელი ეს აბსურდი ემსახურება იმას, რომ ფორმალიზება მოხდეს გადაცემის", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.