1 იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი პულტის რეჟისორ კახა მელიქიძესთან თანამშრომლობას წყვეტს.

დოკუმენტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“ ავრცელებს.

მათი ცნობით, მელიქიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ღიად ამხილა მაუწყებელი თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ წნეხში.

წინასაახალწლოდ თინათინ ბერძენიშვილმა საზმაუს კიდევ ერთი მცველი, რეჟისორი კახა მელიქიძე გაათავისუფლა სამსახურიდან.

კახა მელიქიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ღიად ამხილა მაუწყებელი იმ პოლიტიკურ წნეხზე, რომელიც პირველი არხის თანამშრომლებზე ხორციელდებოდა.  მას აიძულებდნენ ეროვნული ნაკრების თამაშების დროს ეთერში ხშირად ეჩვენებინა ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების ოფიციოზი, მაშინაც კი, როცა ეს უეფას სტანდარტებსა და წესებს ეწინააღმდეგებოდა. 

კახა მელიქიძე 1989 წლიდან მუშაობდა პირველ არხზე", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.