ჩვენ გვაინტერესებს კორუფციული დანაშაული და დასრულდება თუ არა ამ ქვეყანაში კორუფციული მმართველობა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" საბჭოთა ტერორის ტიპისაა.

"ეს არის საბჭოთა წითელი ტერორი და მისი პირდაპირი რესტავრაცია. თუმცა, ყველა კარგად ხვდება, რომ ამით ვერ გადაიფარება „ოცნების“ სისტემური კორუფცია და ტერორი ვერ ჩაანაცვლებს სიმართლეს. ეს არის ფაქტი და ამას ვერ გაექცევა ვერც ირაკლი კობახიძე და ვერც მამუკა მდინარაძე. ასეთი გამოძიებები კარგი იქნება, თუ ჩატარდება ქიმიური მოწამვლის სკანდალზე, თბილისის საბავშვო ბაღებში პატარებისთვის მოპარულ ულუფაზე, კორუფციულ ვერტიკალზე. ჩვენ ამაზე წლები ვსაუბრობდით, ამიტომ წარსულის აჩრდილები ახლა და ამწუთას კი არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს კორუფციული დანაშაული და დასრულდება თუ არა ამ ქვეყანაში კორუფციული მმართველობა", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.