რეჟისორი ლევან თუთბერიძე გარდაცვლილ მსახიობ ლევან დობორჯგინიძეს იხსენებს.

"სამწუხარო ამბავია, შოკივითაა ჩემთვის. უწესიერესი ადამიანი იყო, კეთილი და ნიჭიერი. ჩვეულებრივ კასტინგზე გავიცანი და მაშინ ამოვარჩიე. რაღაც ეპიზოდების ტესტი კეთდებოდა, ტესტები შეასრულა უმაღლეს დონეზე. ამიტომ გადაწყდა მისი აყვანა. ისტორიას ამ ფილმით დარჩება. შემდეგ მისი ცხოვრება უცნაურად წავიდა. ბოლო 10 წელია, მასთან კონტაქტი არ მქონია. კარჩაკეტილი ცხოვრობდა... ვფიქრობ დეპრესია იყო, არადა ძალიან ნიჭიერი კაცი იყო“, - აცხადებს რეჟისორი ამბები.ge-სთან.

ქართველი მსახიობი ლევან დობორჯგინიძე 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლევან დობორჯგინიძე მაყურებელმა რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმიდან “გასეირნება ყარაბაღში” გაიცნო, რომელშიც მსახიობი მთავარ როლს ასრულებს.

ის ასევე მონაწილეობდა ფილმებში “კონფლიქტის ზონა” და “ბოლო გასეირნება”, რომლებიც, ზემოხსენებულ ფილმთან ერთად, ერთი კინოტრილოგიის ნაწილია.