თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ამ დროისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.