არაფერი დასამალი “ნანუკას ფონდს“ არ გააჩნია. ამიტომ, ვჩუქნი მთლიან კომპიუტერს, 2020 წლიდან დღემდე რაც გაგვიკეთებია და მოხარული ვიქნები, თუ ამას პირადად გაბიტაშვილი წაიკითხავს, - ამის შესახებ 
ტელეწამყვანმა “ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა პროკურატურაში განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფონდი 2020 წელს შეიქმნა.

"ეს ფონდი 2020 წელს შეიქმნა, რადგან ბენეფიციარები გადაგვერჩინა და მათი ყოფა შეგვემსუბუქებინა. მათ რა აინტერესებთ, როგორ განვსაზღვრო. ფონდი გულისხმობს ყველაფერს 2020 წლიდან დღემდე გადაცემებს, რეიტინგებს, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, მთელი ჩემი სამსახურის კომპიუტერი მოვუტანო მათ. თქვენ კარგად იცით, რომ რაც არ უნდა წაშალო კომპიუტერიდან, ყველაფერი აღდგენადია, მე აქ რომ ამომებეჭდა და მათ ეფიქრათ, რომ ეს დოკუმენტაცია არასაკმარისია, არაფერი დასამალი “ნანუკას ფონდს“ არ გააჩნია. ამიტომ, ვჩუქნი მთლიან კომპიუტერს, 2020 წლიდან დღემდე რაც გაგვიკეთებია და მოხარული ვიქნები, თუ ამას პირადად გაბიტაშვილი წაიკითხავს", - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.