"ვიცავთ მედიას, ვიცავთ მედიის თავისუფლებას" - ამ ლოზუნგით თბილისში 14:00 საათზე მსვლელობაა დაგეგმილი.

მოქალაქეები მედიის თავისუფლების დასაცავად მარშს გამართავენ.

აქციის მონაწილეები სხვადასხვა ადგილას შეიკრიბებიან. განრიგი კი ასეთია:

13:30 – 14:00 შეკრება ავლაბრის მეტროსთან;

14:15 - მსვლელობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისკენ.

15:00 – 16:00 - გამოსვლები და პროტესტი კომისიის შენობასთან.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით,  მედიის დაცვა დემოკრატიის დაცვას ნიშნავს.

"დღეს მედიის დაცვა დემოკრატიის დაცვას ნიშნავს. მაშინ, როცა რუსული რეჟიმი თავისუფალ მედიას და ჟურნალისტებს თავს ესხმის, ეს ნიშნავს, რომ ის რეალობის წაშლას და გაჩუმებას ცდილობს მედიის წარმომადგენლების. ჩვენ ამას არავინ შევეგუებით, ამიტომ, დღეს უნდა დავდგეთ მედიის დასაცავად, ვინც ამ ბრძოლაში დგას ჩვენ გვერდით", - განაცხადა თათია მექვაბიშვილმა.