კარგად ვარ, მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ, ტვინის შერყევა მაქვს და რაღაცები არ მახსოვს, კლინიკაში ვარ კვლევებზე, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქმეში სამართალდამცველები არიან ჩართული და კამერის ჩანაწერებსაც ამოიღებენ.

"სკუტერზე მანქანა დამეჯახა. კარგად ვარ, მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ, ტვინის შერყევა მაქვს და რაღაცები არ მახსოვს, კლინიკაში ვარ კვლევებზე. პოლიცია მოვიდა, ამოვიღებთ კამერებსო. სად მოხდა, ვინ იყო, იქ რა მოხდა, არაფერი მახსოვს ჯერ. პ. ს. კეთილს და ბოროტს ისევ ვარჩევ“, - წერს ზურა ჯაფარიძე.

 "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა. პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.