"ჩვენი თანაგუნდელის მოხუც მამას ხუნდაძის დაჯგუფება სახლში შეუვარდა და პირდაპირ ლოგინში სასტიკად გაუსწორდა", - წერს პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

"ჩვენს თანაგუნდელს - ლია ყოჩიშვილს კორუმპირებული ფეოდალი დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფება კორუფციაში მხილების გამო მანქანას რომ აჯახებდა ხომ გახსოვთ? პოლიციას რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია. მკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში ლია ყოჩიშვილის დედას დაესხნენ თავს. დღეს კი იგივე დაჯგუფება ლია ყოჩიშვილის მოხუც მამას სახლში შეუვარდა და პირდაპირ ლოგინში სასტიკად გაუსწორდა. დანაშაულის თანამონაწილეები ხართ", - წერს ნათია მეზვრიშვილი.