ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი "იმედს" ტოვებს.
"ვტოვებ ტელეკომპანია "იმედს". ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ არ გავაკეთე! თუმცა, ყველაფერს აქვს საზღვარი.
მორჩა, საკმარისია ამდენი ტყუილი!" - წერს მაყაშვილი სოციალურ ქსელში.
ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი "იმედს" ტოვებს.
"ვტოვებ ტელეკომპანია "იმედს". ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ არ გავაკეთე! თუმცა, ყველაფერს აქვს საზღვარი.
მორჩა, საკმარისია ამდენი ტყუილი!" - წერს მაყაშვილი სოციალურ ქსელში.
1766003149
მისივე თქმით, მწვავდება ტონი ევროკავშირში საქართველოში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით."ჩვენ ვაკვირდებით, თუ როგორ მწვავდება ტონი ევროკავშირში. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპელი პარტნიორები სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ხმამაღლა არქმევენ ყველაფერს თავის სახელს. რეალურად, ისინი განიხილავენ, რომ უფრო გამკაცრდეს სანქციები და უფრო მეტად იდენტიფიცირდნენ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის უკუსვლას და დემოკრატიული პროცესების ჩახშობაში მონაწილეობენ.ჩვენ ვადევნებთ თვალყურს პროცესებს, რომლებიც საქართველოს კიდევ უფრო უკან ხევს ევროინტეგრაციის გზაზე, რომლებიც აზიანებს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ გვქონდა მკაცრი ტონი არა მარტო ევროპარლამენტარების მხრიდან, არამედ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების შემდეგ. ორი აზრი აღარ არსებობს იმაში, რომ ეს დე ფაქტო ხელისუფლება, ეს ძალა ჩვენს ქვეყანას აყენებს უდიდეს ზიანს ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
1766000994
მისივე თქმით, იგეგმება ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც უფრო გაზრდის საცობებს დედაქალაქში."დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი არის "ქოცების" ოქროს საბადო, სადაც მდიდრდება და იზრდება მხოლოდ "ქოცების" შემოსავალი, ანაზღაურება, წარმომადგენლობითი ხარჯი, ადმინისტრაციული ხარჯი, მათ შორის იზრდება სოციალური და ჯანდაცვის ხარჯები და არის მათ შორის ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება და არცერთი სიტყვა არ ითქმის საცობებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, თბილისელებს არა მხოლოდ საცობში მოუწევთ დგომა, არამედ ამ საცობში მოუწევთ დიდხანს ყოფნა.იგეგმება ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც უფრო გაზრდის საცობებს დედაქალაქში", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
1766000817
"დღეს მოსკოვისგან კიდევ უფრო მეტი სიგნალი მოვისმინეთ, რომ ისინი ემზადებიან მომავალი წლის ომის წლად გადასაქცევად. და ეს სიგნალები მხოლოდ ჩვენთვის არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ეს დაინახონ და მნიშვნელოვანია, რომ მათ არა მხოლოდ დაინახონ ეს, არამედ უპასუხონ კიდეც, განსაკუთრებით ჩვენმა პარტნიორებმა შეერთებულ შტატებში, რომლებიც ხშირად ამბობენ, რომ თითქოს რუსეთს ომის დასრულება სურს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.მისივე თქმით, რუსეთის დამოკიდებულება უნდა იყოს აღიარებული და მასზე რეაგირება უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსები დიპლომატიას ძირს გამოუთხრიან და სხვადასხვა დიპლომატიური ფორმულირებით და დოკუმენტების ამა თუ იმ პუნქტზე ზეწოლით შეეცდებიან „დაფარონ უკრაინისა და უკრაინელების განადგურების სურვილი“."ასევე, ევროპაში არიან სხვა ქვეყნები, რომლებიც რუსეთში ვიღაცამ შეიძლება ოდესმე თავის ე.წ. „ისტორიულ მიწებად“ მიიჩნიოს. ჩვენ გვჭირდება რეალური დაცვა ამ რუსული სიგიჟისგან და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ყველა პარტნიორთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ასეთი დაცვა ნამდვილად არსებობდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.ზელენსკიმ მოუწოდა პარტნიორებს, მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები უსაფრთხოებასთან, ფინანსებთან, მათ შორის რუსულ აქტივებთან და პოლიტიკურ ზომებთან დაკავშირებით."და ჩვენ გვჭირდება ჩვენი ყველა პარტნიორის გამბედაობა, რომ დაინახონ სიმართლე, აღიარონ სიმართლე და შესაბამისად იმოქმედონ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და მის ძალისხმევას ამ გზით უსაფრთხოების მისაღწევად“, - განაცხადა ზელენსკიმ.17 დეკემბერს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი "მიაღწევს მიზნებს", მისი თქმით, თუ "კონფლიქტის ძირითადი მიზეზები“ დიპლომატიის გზით არ მოგვარდება, რუსეთი „თავისი ისტორიული მიწების განთავისუფლებას სამხედრო გზით მიაღწევს“.
1765999870
მისივე თქმით, 2020 წლამდე საერთაშორისო პარტნიორები "ქართული ოცნების" მიმართ ნდობით იყვნენ აღჭურვილი."ერთია "ნაციონალური მოძრაობის" როლი საგარეო ფაქტორებისას, კი, იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დიდი პარტია და დიდი ისტორიის მქონე პარტია არის და ჩვენ ჩვენი კონტაქტები გვაქვს მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები კონკრეტულ პარტიას არ უჭერენ მხარს. რას ეტყვის "ნაციონალური მოძრაობა" თუ ნებისმიერი სხვა პარტია, ასე არ იღებენ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც არ იღებდნენ 2012 წელს, როდესაც "ქართულ ოცნებას" ღიად უჭერდნენ მხარს და ეუბნებოდნენ მათ შორი მიხეილ სააკაშვილს, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაში უნდა დაეთმო ხელისუფლება "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ამერიკელების და ევროპელების ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა 2012 წელს "ქართულ ოცნებას". უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ - 2020 წლამდე, საერთოდ "რუსულ კანონამდე" ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის დაუჯერებელი იყო, რომ ესენი შეიძლება ყოფილიყვნენ ასეთი რუსული ხელისუფლება, როგორზეც დღეს მყარად აქვთ ჩამოყალიბებული აზრი", - განაცხადა ანა წითლიძემ.
1765999528
კუროფინანსური საკითხები ყურადღებას მოითხოვს. რეკომენდებულია ზედმეტი ხარჯებისგან თავის შეკავება.ტყუპებიკომუნიკაცია და ახალი კონტაქტები დღის მთავარი თემა იქნება.კირჩხიბიემოციური ფონი გაძლიერდება. კარგი დროა ოჯახურ ურთიერთობებზე კონცენტრაციისთვის.ლომიყურადღების ცენტრში იქნები. წარმატებულია შემოქმედებითი საქმიანობა.ქალწულიდეტალებზე ორიენტირება დაგეხმარება სამუშაო საკითხების მოგვარებაში.სასწორიურთიერთობები პირველ პლანზე გადმოდის. ხელსაყრელი დღეა შეთანხმებებისთვის.მორიელიინტუიცია გაძლიერებულია. გადაწყვეტილებების მიღებისას შინაგან ხმას ენდე.მშვილდოსანიენერგიული დღეა. ახალი გეგმების დაწყება წარმატებული იქნება.თხის რქადისციპლინა და პასუხისმგებლობა შედეგს მოგიტანს.მერწყულიარასტანდარტული იდეები დადებით შეფასებას მიიღებს.თევზებიემოციური და შემოქმედებითი განწყობა გაგიძლიერდება.
1765999434
მისივე თქმით, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს."უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიში მიმდინარე კვირის ბოლოს გამოქვეყნდება, წლის ბოლომდე კი ახალი წესები ძალაში შევა. ახალი წესები მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რათა შესაბამისი ზომები მივიღოთ. საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.საქართველო „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ დემოკრატიულ ნორმებს შორდება. მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას, რომ დემოკრატიული ევროპული მომავლის მოთხოვნა გააგრძელონ.ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში მკაფიოდ იყო აღნიშნული საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, ისევე როგორც ხელისუფლების ანტიევროკავშირის რიტორიკა, რაც კანდიდატი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა. კანონის უზენაესობის სწრაფი რღვევა, შემზღუდავი კანონმდებლობის მიღება და სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება, ეს ყველაფერი ვერ აკმაყოფილებს კანდიდატი ქვეყნისგან მოლოდინებს", - განაცხადა მაიკლ მაკგრატმა.
1765994572
მისივე თქმით, უკვე წელიწადზე მეტია, რაც ქართველი ხალხი დემოკრატიული რეჟიმის, კანონის უზენაესობის წინააღმდეგ იბრძვის."უკვე წელიწადზე მეტია, რაც ქართველი ხალხი დემოკრატიული რეჟიმის, კანონის უზენაესობის და რაც მთავარია, ევროპული მომავლისთვის, მშვიდობიანი პროტესტი გამართვას ბედავს. მოდით, მოვიწვიოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ მსგავსი ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. მოდით, საბოლოოდ ნამდვილი და მიზანმიმართული სანქციები დავაწესოთ, არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მფლობელ რამდენიმე პირზე, არამედ თავად დე ფაქტო მმართველ ივანიშვილზე და მის ყველა თანამზრახველზე, რომლებიც ასეთ საშინელ დანაშაულში მონაწილეობენ. ქართველები ყოველდღიურად ნამდვილ სიმამაცეს იჩენენ და მოდით, ჩვენც იგივე გავაკეთოთ", - განაცხადა ტობიას კრემერმა.
1765993849
მისივე თქმით, ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ."გუშინდელი სახაროვის პრემია სინდისისა და თავისუფლების ყველა პატიმარს ეხებოდა ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბიძინა ივანიშვილის ციხეებში. მათ ევროპული პარლამენტისგან ნათელი სიგნალი გავუგზავნეთ - თქვენ მარტო არ ხართ. გხედავთ, თქვენი გვესმის, და თქვენს დახმარებას ვცდილობთ. ბევრი მეგობარი გყავთ აქ, ევროპარლამენტში.თუმცა, საქართველოში ვითარება უარესდება. მსურს, ყურადღება მიაქციოთ BBC-ის ცოტა ხნის წინანდელ გამოძიებას. ის ავლენს, რომ პირველი მსოფლიო ომიდან ქიმიური ნივთიერება გამოყენებულ იქნა პროტესტების ჩასახშობად 2024 წელს. ქიმიური ნივთიერებები წყლის ჭავლებში გაურიეს. ეს უნდა გამოიძიონ. კომისიასა და საბჭოს რეაგირებისკენ მოვუწოდებ, რომ საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ინიციირება მოახდინონ.ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ. ეს აჩვენებს, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით სიმართლეა. ბრძოლაში მყოფ ქართველ ხალხს უნდა დავეხმაროთ, ვინაიდან საქართველო ევროპაა", - განაცხადა იუკნევიჩიენემ.
"პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა გიგა წულეისკირის დროებით გათავისუფლება, მას დრო დეკემბრის ბოლომდე სჭირდება"
1764963032
NYT - უკრაინა ნატოში გაწევრიანების მიზანსა და დონბასის დათმობაზე უარს აცხადებს
1765655577
საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
1765651447
შსს-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
1765456486
14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1765653910