ახლა ვამჩნევ ერთ პოპულარულ სპორტსმენს გაქოცებას უპირებენ, არც ისაა გამორიცხული, კარიერა ნაადრევად დაამთავრებინონ და ახლავე სიაში ჩაწერონ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.

"ამბობენ, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო. თუ გინდა, რომ ერთ დროს საყვარელი სპორტსმენი ქვეყნის უმეტესობას შესძულდე, დეპუტატი უნდა გახდე. თავად დეპუტატობა კი არ არის სიძულვილის წყარო, არამედ ის, რის გაკეთებასაც გაიძულებენ. შეუძლიათ ფიზიკური ძალის მქონე ძალადობისთვის გამოგიყენონ, შეუძლიათ “ხალხის ძალის” მსგავს წარმონაქმნში გაწევრიანება მოგთხოვონ და სამუდამოდ მოღალატის იარლიყი დაირტყა ზურგზე, შეუძლიათ რუსულ ან სხვა ანტისახელმწიფოებრივ კანონზე გაიძულონ მხარდაჭერა. მერ მოხდება ისე, რომ აპლოდისმენტებს ნაჩვევ ადამიანს ქუჩაში გამოსვლისას დაგისტვენ. ეს საუკეთესო შემთხვევაში.

ახლა ვამჩნევ ერთ პოპულარულ სპორტსმენს გაქოცებას უპირებენ, არც ისაა გამორიცხული, კარიერა ნაადრევად დაამთავრებინონ და ახლავე სიაში ჩაწერონ.

ზემოთ ნათქვამი, ალბათ ხალხური გამონათქვამი ფროიდმა კიდევ უფრო განავრცო: “სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, ხოლო სიძულვილიდან სიყვარულამდე კილომეტრობით ნაბიჯები”! - წერს გოცირიძე.