არგენტინელი ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატები ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, 38-ე წუთზე მესიმ ავსტრიის ნაკრების კარი აიღო, ანგარიში 1:0 გახადა, მიროსლავ კლოზეს გადაასწრო და ტურნირის ბომბარდირთა შორის პირველ ადგილზე გავიდა.

უშუალოდ 2026 წლის ტურნირზე მესისთვის ეს მეოთხე გოლი იყო. კიდევ ერთი გოლი არგენტინელმა ფეხბურთელმა დღევანდელ მატჩში 95-ე წუთზე გაიტანა.

მესიმ მუნდიალზე პირველი გოლი 2006 წელს გაიტანა. 2014 წლის ტურნირზე მან მეტოქეთა კარი ოთხჯერ აიღო, ერთი გოლი ჰქონდა 2018 წელს, ხოლო 7 – 2022 წელს.

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და პლეი-ოფში გავიდა.