საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი მოქალაქეების პროტესტს სოლიდარობას უცხადებს და ინსტაგრამზე მიმართვას ავრცელებს.

"რამდენი ადამიანიც ეს დღეებია, რუსთაველის გამზირზეა გამოსული, ამდენივე და ალბათ, მეტიც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობდა. ევროპის, რადგან ჩვენი ადგილი მხოლოდ იქაა.

საქართველოსთვის თამაში ყოველთვის ყველაზე საამაყო იყო, არის და იქნება.

ჩვენ ვართ საქართველო.

ზღაპრის ბოლო კეთილია", - წერს ფეხბურთელი.