გიგა ოჩხიკიძეს კუთვნილი ოქროს მედალი დაუბრუნდა.
ქართულმა დელეგაციამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საბოლოოდ პარალიმპიადის ჩემპიონი გიგა ოჩხიკიძეა!
გიგა სამშობლოში ოლიმპიური ოქროთი და მსოფლიო რეკორდით ბრუნდება.
გიგა ოჩხიკიძეს კუთვნილი ოქროს მედალი დაუბრუნდა.
ქართულმა დელეგაციამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საბოლოოდ პარალიმპიადის ჩემპიონი გიგა ოჩხიკიძეა!
გიგა სამშობლოში ოლიმპიური ოქროთი და მსოფლიო რეკორდით ბრუნდება.
1736939932
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე ოკმელაშვილის უფლებადამცველმა სისხლის სამართლის კოდექსით დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა, რაც პროკურატურამ ამ ნაწილში დააკმაყოფილა.პროკურატურა ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმასა და მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვას ედავებოდა. ის გასული წლის 15 მაისს დააკავეს, ხოლო საქმის არსებითი განხილვა 16 ივლისს დაიწყო.შემდეგი სასამართლო პროცესი 24 იანვარს გაიმართება.
1736939778
"ვგმობ გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე ძალადობრივ თავდასხმას. ხელისუფლება მიდის სისხლის ღვრაზე. ასეთ ვითარებაში ხალხმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და სიფხიზლე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ფაქტზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
1736938608
მისი თქმით, ხელისუფლების დანაშაული და სრული უპასუხისმგებლობაა პირადი ანგარიშსწორების კალაპოტში მოვლენების გადატანა."რაოდენ მიუღებელიც უნდა იყოს ამა თუ იმ ოპონენტის ქმედება, საბოლოოდ მაინც ხელისუფლების დანაშაული და სრული უპასუხისმგებლობაა პირადი ანგარიშსწორების კალაპოტში მოვლენების გადატანა. ამაზე ყველას გვმართებს დაფიქრება და ისევ და ისევ, პირველ რიგში მათ, ვის ხელშიცაა ძალაუფლება", - წერს კვირიკაშვილი.
1736938361
“მაშინ, როდესაც საქართველოს ათიათასობით მოქალაქე უკვე მეორე თვეა, გამოხატავს უწყვეტ პროტესტს რეჟიმის წინააღმდეგ და ითხოვს სწორედ რეპრესიების დასრულებას, პატიმრების გათავისუფლებას, ახალ არჩევნებს იმისათვის, რომ ჩვენ ნორმალურ საზოგადოებაში და ქვეყანაში გავაგრძელოთ ცხოვრება და ამას დე ფაქტო ხელისუფლება პასუხობს მეტი აგრესიით, ძალადობით და ის ფაქტები, რაც ჩვენ ვნახეთ - ბათუმში მოქალაქეების, ჟურნალისტების დაკავება, ახლა გახარიაზე ამგვარად გასწორება ანგარიშის, ეს არის სწორედ დამახასიათებელი ავტოკრატიული ქვეყნებისთვის და ამას ვერ შეეგუება ვერავინ, ვერც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ვერც საერთაშორისო საზოგადოება, რომლისთვისაც ამ რეჟიმის მიუღებლობა კიდევ უფრო თვალნათელი ხდება", - განაცხადა გიგი წერეთელმა
1736937960
ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 - 17 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 15 იანვარს დღისით +11 +13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 16 -17 იანვარს +6,+8 გრადუსამდე დაიწევს.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 - 17 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 15 იანვარს დღისით +14 +16 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 16-17 იანვარს +5,+7 გრადუსამდე დაიწევს.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15 - 17 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ჰაერის ტემპერატურა 15 იანვარს დღისით +10 +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 16-17 იანვარს +3,+5 გრადუსამდე დაიწევს.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15 - 17 იანვარს მოსალოდნელია თოვლი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1+3 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15-17 იანვარს შესაძლებელია წვიმა, 16-17 იანვარს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 იანვარს შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი, 16-17 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7,+9, გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15 –17 იანვარს მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3+5 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15-17 იანვარს მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1,+1 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
1736936815
ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს."ფაქტია, რომ ახალი წლების მერე დაწყებულია რეპრესიების, დაჭერების, დაშინების ახალი ტალღა, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ გააჩეროს ის პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება. ჩვენ გადავედით ახალ ეტაპზე რუსული რეჟიმისა, რომელიც აშკარად იყენებს ყველა იმ საშუალებას, რაც ახასიათებდა თავის დროზე და ახასიათებს დღესაც რუსულ პუტინის რეჟიმს.მინდა, ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, რომ ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის პროვოცირება კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების, რომ ეს გადაიზარდოს ან დაგვაშინოს, რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, ეს არის წარმოუდგენელი, საქართველოში არ არსებობს ორი მხარე, არსებობს საზოგადოება და არსებობს ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები, იქნებიან ეს დეპუტატები თუ კერძო ადამიანები, რომლებიც თავის თავს ნებას აძლევენ სოციალურ ქსელში გააჟღერონ ის ძალადობის გზავნილები, ესენიც არიან მონაწილე იმ ძალადობრივი რეჟიმის. ასე რომ, ერთ მხარეს არის რეჟიმი, საზოგადოება მეორე მხარეს. ამ შემთხვევაში, ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
1736935310
“მინდა ბრიუსელიდან გამოვეხმაურო “ქართული ოცნების” დეპუტატებად წოდებული ზონდერ ბრიგადის მხრიდან გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე ჯგუფური თავდასხმის ფაქტს.ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური შურისძიებისა და ძალადობის მაგალითი, არამედ იმგვარი სამოქალაქო დაპირისპირების და განუკითხაობისკენ ქვეყნის ბიძგება, რაც ბნელ 90-იანებს ჩაბარდა და რამაც ღრმა ეროვნული ტრავმა დატოვა თაობებში.ეს არის ქვეყნის მტრობა, ღალატი, რუსული ოცნება, დასტური იმისა, რომ ან ჩვენ გავაგდებთ (დიახ, გავაგდებთ, მომედავოს ახლა იმედი) ივანიშვილს, ან ის გაანადგურებს არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც უკვე ჩამოანგრია, არამედ ქვეყანას და ქართველ ხალხს.ჩემი სრული სოლიდარობა გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს.საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!” - წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.
1736935011
მისივე თქმით, ამერიკა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში მტკიცე მხარდაჭერას განაგრძობს."MEGOBARI ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას და საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას განაგრძობს! ეს განწყობაა კონგრესმენებთან ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელსაც ამ დღეებში ვაშინგტონში ვმართავთ. დღეს განსაკუთრებით ემოციური და ამავდროულად საქმიანი შეხვედრა გვქონდა ქართველი ხალხის დიდ გულშემატკივართან და უკვე ჩვენს მეგობართან, კონგრესმენ Joe Wilson-თან, რომელსაც ხალხის რჩეული, გამარჯვებული ოპოზიციის ერთობლივი დოკუმენტი გადავეცით.კონგრესმენი საქართველოს მართლაც, რომ დიდი გულშემატკივარია, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ზედმიწევნით დეტალური ინფორმაცია აქვს, კაბინეტში საქართველოს დროშაც უკიდია და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართული საზოგადოების ძლიერი მხარდამჭერია.ახალი ადმინისტრაცია სრულად იზიარებს ქართველი ხალხის სამართლიან მოთხოვნებს - დაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და რაც მთავარია - აღდგეს კონსტიტუციური სამართალი და საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ კურსს!",- წერს მამუკა ხაზარაძე.
"ადამიანი, რომელსაც საქართველოს ბედი უჭირავს ხელში, ეს არის მაკრონი, მნიშვნელოვანი ფიგურაა"
1736255908
კახა გოგოლაშვილი - არსებობს უკვე კონკრეტული ადამიანების სია და გადაცემული აქვთ მათ, ვინც არ უნდა შეუშვან
1736241739
ფიცო უკრაინას ამჯერად ლტოლვილებისთვის დახმარების შემცირებით ემუქრება
1735842139
ტრაგედია საბერიოში - ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა
1736074464
ცოტნე კობერიძე - ზურაბიშვილის გამოსვლიდან გამოსვლამდე 10 დღე ველოდებით ხოლმე, ჩემთვის უცნაურია და არ მომწონს
1736423792