გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედალი გაუუქმეს.

როგორც ცნობილია, ქართველმა ექვსი სროლიდან ორი გამოიყენა და 9.66 დააფიქსირა, რაც მსოფლიო რეკორდია.

თუმცა შეჯიბრების დასრულების შემდეგ, მაროკოსა და პოლონეთის დელეგაციებმა შედეგი გააპროტესტეს.

ვიდეოგანხილვების შედეგად, გიგა ოჩხიკიძეს სროლები არ ჩაეთვალა და მედალი ჩამოერთვა.