"ვალენსიას“ და „ლივერპულს“ შორის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეთანხმება შედგა – ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

"გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით "ვალენსიას“ და „ლივერპულს“ შორის შეთანხმება შედგა. მხარეებს გასარკვევი დარჩათ მხოლოდ მცირედი დეტალები თანხის გადახდის პირობებთან დაკავშირებით. "ვალენსია“ ტრანსფერის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღებს, ამას გარდა, ესპანურ კლუბს ფეხბურთელის მომავალი ტრანსფერიდან 10% ერგება.

შეთანხმების მიხედვით, მამარდაშვილი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით „ვალენსიაში“ გაატარებს, "ლივერპულს“ კი 2025 წლიდან შეუერთდება.