"დინამო არენაზე" ევრო 2024-ის პლეიოფის ფინალურ შეხვედრაში საქართველომ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.
"დინამო არენაზე" ევრო 2024-ის პლეიოფის ფინალურ შეხვედრაში საქართველომ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.
1714659085
"ჩვენ ორი დღე მთავრობასთან, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან საუბარში გავატარეთ. ასევე, ცხადია, ვესაუბრეთ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. უნდა ვთქვა, რომ ვითარება ძალიან შემაშფოთებელია. თბილისის ქუჩებში ძალადობა ხდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ თბილისის ქუჩებში ძალადობას. ჩვენმა პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა. კანონმდებლობასთან დაკავშირებით შემაშფოთებელი მოვლენები ხდება. "გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც მეორე მოსმენით მიიღეს, არსებული სახით მიუღებელია და შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.ამავდროულად, პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით ჯერ შეზღუდულია, რაც ასევე არ არის კარგი. თუმცა ჯერ კიდევ არის დრო. ჩვენ მოვამზადებთ რეკომენდაციებს სექტემბერში, გამოვაქვეყნებთ ანგარიშს ოქტომბერსა და ნოემბერში. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო, ბურთი ძალიან მტკიცედ არის მთავრობის მოედანზე. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა. კომისია აქ არის, რათა იმუშაოს კანდიდატ ქვეყნებთან. ვიცი, რომ ქართველ ხალხს სურს, მიუახლოვდეს ევროკავშირს და მჯერა, რომ მათ მთავრობასაც ასევე სურს ეს. ვგრძნობ ამას. ასე რომ, ვიმედოვნებ, ამ საფუძველზე დღევანდელი ძალიან რთული ვითარების მოგვარება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ, საბოლოო ჯამში, საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯი წინ.ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი პრობლემურია გაწევრიანების გზაზე. როგორც ვიცი, ის მეორე მოსმენით მიიღეს, უნდა იყოს მესამე მოსმენაც, რასაც მოჰყვება პრეზიდენტის ვეტო. ვფიქრობ, დრო, რომელიც წინაა, გამოყენებულ უნდა იქნეს კანონზე არსებითი დისკუსიისთვის. არსებული სახით ის მკაფიოდ მიუღებელია ჩვენთვის. ეს არ არის თავსებადი ევროპულ ღირებულებებთან, თუმცა გამჭვირვალობა, როგორც ღირებულება, რა თქმა უნდა, კარგია. ჩვენ ევროპაში ვქადაგებთ გამჭვირვალობას. ვიმედოვნებ, ეს კანონი არსებული სახით არ იქნება მიღებული და ვიმედოვნებ, რომ შეიძლება, დაიხვეწოს. ვფიქრობ, ქუჩებში ამდენი ხალხის ნახვა საზოგადოებაში სტრესის ძალიან მკაფიო სიგნალია. ძალადობა ყოველთვის ცუდია. ჩვენ შეშფოთებული ვართ ამით.ევროკავშირმა წარადგინა დირექტივა დემოკრატიულ ქვეყანაში გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის კანონზე, რომელიც ძალიან განსხვავებული ტიპის კანონია. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიასა და გამჭვირვალობას. კანონი მიზნად არ ისახავს საზოგადოებაში კონკრეტული აქტორების იდენტიფიცირებას და ის, რა თქმა უნდა, არ განსაზღვრავს მათ უცხოური წყაროების ინტერესებზე მომუშვეებად, როდესაც ისინი დაფინანსებას იღებენ უცხოური წყაროებიდან. ასე რომ, ეს ყველაფერი ძალიან განსხვავებულია. თუ არსებული სახით კანონს მიიღებენ, ეს ძალიან პრობლემური იქნება. ვფიქრობ, ძალიან დაძაბული გარემოა თბილისში, არის ესკალაცია და პოლარიზაცია. მოვუწოდებ ყველას, შეამცირონ ტემპერატურა. ეს ძალიან არაჯანსაღია“, – განაცხადა ხერტ იან კოოპმანმა.
1714658635
"ახალგაზრდებს არ აინტერესებთ, გარეთ რომელი პარტიაა გამოსული, ისინი აქციაზე ქვეყნის სიყვარულით არიან. მეამაყება, რომ ასეთი თაობა გვყავს. როცა რობოკოპებმა ბევრი ადამიანი სცემეს, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი, ხაბეიშვილის ძვლები არაფერი ღირს, შუშა არის და შუშაა ღირებულება? არანაირი დაძაბულობა არ გვინდა და ამ ყველაფერს მოეშვან.ჰგონიათ, ხალხი რაიონში წავა და რას ფიქრობენ, ვერ დავბრუნდებით? თურმე ამათი ამოცანა ყოფილა ქართველი ხალხის დაღლა და არ დავიღლებით", – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
1714655027
"მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს.სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან.ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ქართული ენის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.ბოლო ოცდათორმეტი წლის განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საერთო სურვილს, რომ საქართველო ვიხილოთ დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრად. ჩვენ უარს ვამბობთ, შევცვალოთ ჩვენი მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ - ევროპული მომავლის მიმართ, რასაც მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა მოაქვს; ის რაც ყველა ქართველმა იცის, ვინც კი იხილა ჩვენი ინვესტიციებისა და პროგრამების სარგებელი.ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე.ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. შეერთებული შტატები ჩვენი მტკიცე ურთიერთობის ერთგული რჩება და ქართველი ხალხისთვის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სურს", - აცხადებს ელჩი.
1714654426
"მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს.სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან.ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ქართული ენის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.ბოლო ოცდათორმეტი წლის განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საერთო სურვილს, რომ საქართველო ვიხილოთ დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრად. ჩვენ უარს ვამბობთ, შევცვალოთ ჩვენი მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ - ევროპული მომავლის მიმართ, რასაც მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა მოაქვს; ის რაც ყველა ქართველმა იცის, ვინც კი იხილა ჩვენი ინვესტიციებისა და პროგრამების სარგებელი.ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე.ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. შეერთებული შტატები ჩვენი მტკიცე ურთიერთობის ერთგული რჩება და ქართველი ხალხისთვის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სურს", - აღნიშნულია განცხადებაში.
1714652766
მისი თქმით, დღეს "ქართული ოცნება" ხალხს დაემალა."დღეს "ქართული ოცნება" დაიმალა, ხალს დაემალა, იმიტომ, რომ არაფერი სათქმელი აღარ დარჩათ. ყველაფერი ნათელია, რომ ისინი ღალატობენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. შენობის შიგნით არაფერია მოსაწესრიგებელი, ეს არის კიდევ ერთი დიდი ტყუილი. აგერ, ვიარე დერეფნებში და არავინ არის შიგნით. რამდენ ხანს დაიმალებიან? ფაქტია, რომ სათქმელი არაფერი აქვთ. რა უნდა თქვას საგარეო საქმეთა მინისტრმა? ერთადერთი, უნდა გადადგეს და თქვას, რომ "მე არ შევასრულებ ეროვნული ინტერესების ღალატის აქტს", რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აიძულებს "ქართულ ოცნებას", მაგრამ სამწუხაროდ, მას ამის გამბედაობა და ვაჟკაცობა არ აქვს, ამიტომ დაიმალა. პარლამენტი თავისუფალია. პარლამენტში მხოლოდ ოპოზიცია არის. ხელისუფლებამ დატოვა პარლამენტი. ფაქტობრივად, პარლამენტი უბრუნდება ხალხს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
1714650984
"საქართველოს მთავრობა უკან ხევს ქვეყანას და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას.საქართველო ევროპას ეკუთვნის. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული მომავალი და არავის აქვს უფლება წაართვას იგი", - წერს ნაუსედა.
1714650542
"მოდი აქ შე სი*ო..მოდი შე ჩმორო, შენი დედა შევ***ი მე" - უპასუხა ღუდუშაურმა გამვლელს.ცნობისთვის, პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს, რის გამოც დეპუტატები შენობაში არ იმყოფებიან და კომენტარებს მედიასთან სხვადასხვა ლოკაციებზე აკეთებენ.mtavari.tv
1714650431
მისი თქმით, დაზიანება აქვს ნეკნთან და ხელზე."დაზიანება მივიღე ორი, ერთი ნეკნთან და მეორე ხელზე. ნეკნში ტყვია შიგნით არ აღმომაჩნდა და ისე დამიმუშავეს ზედაპირულად, რაც შეეხება ხელში, ხელში მქონდა ტყვია, მე არც მქონდა შემჩნეული, ვერც ვიფიქრებდი, რომ შიგნით იქნებოდა შესული, მერე ექიმმა ამომიღო და ის ხელიც დამიმუშავა და უცბად გამომიშვა, სიმართლე გითხრათ იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი იყო სასწრაფოს მომწყდარი.ხელიდან ერთი რეზინის ტყვია ამომიღეს, უბრალოდ სასწრაფოს ექიმმა არ მომცა და არც ფოტო გადამაღებინა. მერე მივხვდი, რომ ალბათ, რაღაცას მალავდნენ უბრალოდ იქ ჩხუბი არ დავიწყე, ადამიანი რომ გეხმარება და გეშველება, იმასთან კონფლიქტი მეუხერხულება", - აცხადებს კობერიძე "მთავართან".გუშინდელ აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკებში 15 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის სამართალდამცველებიც.