11:00 საათზე - ქალი პოლიტიკოსები ქალთა #5 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივლენ.
თემა: "მზია ამაღლობელი 1 წელია ციხეშია“.
საკონტაქტო ნომერი: 591051601
11:00 საათზე - ქალი პოლიტიკოსები ქალთა #5 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივლენ.
თემა: "მზია ამაღლობელი 1 წელია ციხეშია“.
საკონტაქტო ნომერი: 591051601
1790154345
მისივე თქმით, "ქართული ოცნებისთვის" ნეპოტიზმი განსაკუთრებით იქაა საჭირო, სადაც ძალაუფლების მაქსიმალური კონსოლიდაცია სჭირდებათ."ქართული ოცნების" მმართველობითი სტილი არის ნეპოტიზმი, ტყუილები, ბიძაშვილ-მამიდაშვილები და ასე შემდეგ სასამართლოებში, საჯარო უწყებებში და ყველგან, სადაც თვლიან, რომ ძალაუფლების მაქსიმალური კონსოლიდაცია სჭირდებათ.საკონსტიტუციო სასამართლოში ვინც არ უნდა იყოს, რა შემადგენლობაც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად ცხადია, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს არა საკონსტიტუციო სასამართლო, არამედ ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ, რასაც იტყვის ბიძინა ივანიშვილი, ზუსტად მაგას გააკეთებს სასამართლო", - განაცხადა ანა წითლიძემ.ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა, რომელიც ყოფილი მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის შვილია. უზენაესი სასამართლოს პლენუმმა კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დანიშნა.
1790153252
ბიენალეს ტრადიციული მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი, რომელიც წლებია თანმიმდევრულად უწყობს ხელს საქართველოში კულტურის განვითარებას და თანამედროვე ხელოვნების, არქიტექტურისა და შემოქმედებითი სფეროების გაძლიერებას.ბიენალეს პროგრამა აერთიანებს გამოფენებს, საჯარო საუბრებს, ვორქშოფებსა და კონკრეტულ ადგილებთან დაკავშირებულ შემოქმედებით პროექტებს. მონაწილეები გაეცნობიან დაცარიელებული სოფლებისა და რეგიონების, მიგრაციის, ომითა და ეკოლოგიური კატასტროფებით დაზარალებული სივრცეების, ასევე თანამედროვე ურბანული განვითარების შედეგად წარმოქმნილი ახალი „სიცარიელეების“ ისტორიებს.წლევანდელი გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს არქიტექტურას, როგორც სოციალური ცვლილებების მატერიალურ კვალს. სიცარიელის გეოგრაფიის ფარგლებში ადგილობრივი ტრადიციული არქიტექტურა წარმოდგენილია როგორც სივრცითი ცოდნის სისტემა, რომელიც კლიმატის, მასალებისა და სოციალური ურთიერთობების შესახებ დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება და სცდება მის მხოლოდ ნოსტალგიურ აღქმას. ამ პერსპექტივიდან ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება ეს ცოდნა იქცეს თანამედროვე, კონტექსტისგან დაცლილი და კაპიტალზე ორიენტირებული არქიტექტურის ალტერნატიულ რესურსად?თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2017 წელს დაარსდა და წლებია, თანამედროვე არქიტექტურისა და ურბანული საკითხების შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივ პროფესიულ დიალოგს ქმნის. 2023 წელს ბიენალემ ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონიც წარადგინა.„სიცარიელის გეოგრაფია“ თბილისში, ღია სივრცეში, ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში გაიმართება. ბიენალეს სრული პროგრამა და დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ვებგვერდზე.
1790153027
"საკონსტიტუციო სასამართლოს ოკუპაცია დასრულებულია: უზენაესმა სასამართლომ დღეს ბოლო ვაკანსია შეავსო და მოსამართლედ კლანის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ზონდერი - სერგო მეთოფიშვილი დანიშნა. დამიჯერეთ, ამაზე უარესის პოვნა იმ კლანშიც კი გაგიჭირდებათ.დღეიდან, ცხრიდან ცხრავე მოსამართლე ზონდერია. განსხვავებული აზრიც კი აღარ დაიწერება. პარტიების გაუქმების სარჩელს რატომ ამატეს ქოცებმა თითო-თითო პარტია, ახლა მაინც ხომ ცხადია: იმ მომენტამდე ჭიმეს განხილვის ვადები, სანამ განსხვავებული აზრის დამწერიც კი აღარ იქნებოდა შემადგენლობაში და ამ ათასპროცენტიანი ანტიკონსტიტუციური აბსურდის დაკმაყოფილებისას ზონდერმოსამართლეებისთვის ოდნავი დისკომფორტის შემქმნელი გარემოებაც კი გამოირიცხებოდა. როგორც ჩანს, ქოცებისთვის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება მაინც სხვაა", - წერს გვარამია.
1790151893
25 სექტემბერს, 09:00 საათიდან საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან სტადიონის მიმდებარედ ნაწილობრივ შეიზღუდება დავით ყიფიანისა და ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩებზე.ასევე, 28 სექტემბერს, 09:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან - აკაკი წერეთლის გამზირის ერთ მონაკვეთზე, სლავა მეტრეველის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთამდე. მოძრაობა შეიზღუდება ვლადიმერ მაიაკოვსკის, დავით ყიფიანისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებზეც.შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძის და მურმან ლებანიძის ქუჩებზე.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ ქუთაისის ქუჩაზე, საიდანაც იმოძრავებენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, გიორგი სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის გავლით და გმირთა მოედნიდან დადგენილი მიმართულებებით გადაადგილდებიან.
1790148834
UWC (United World Colleges) გლობალური საგანმანათლებლო მოძრაობაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე 18 წამყვან კოლეჯს აერთიანებს. საქართველოს ბანკის პარტნიორობით კი, ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოიპოვონ სრული დაფინანსება, ისწავლონ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამით და გაემგზავრონ მსოფლიოს 17 ქვეყანაში — მათ შორის კანადაში, აშშ-ში, გერმანიაში, იტალიაში, ტაილანდში, იაპონიასა და ჩინეთში. UWC-ის სტიპენდია არის განსაკუთრებული შესაძლებლობა 15-17 წლის მოტივირებული მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო განათლება, იცხოვრონ მულტიკულტურულ გარემოში და გახდნენ მომავალი ლიდერები.პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე აქტიურ ფაზაშია და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.ონლაინ შეხვედრა 25 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიმართებავებინარს გაუძღვებიან მოწვეული სპიკერები:UWC-ის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სესილია იგანი (Cecilia Egan) UWC Georgia-ს პროგრამის მენეჯერი, რუზანა სარგსიანი (Ruzanna Sargsyan).ვებინარი ონლაინ, ინგლისურ ენაზე ჩატარდება და ის დაინტერესებულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს დაეხმარება, უშუალოდ პროგრამის წარმომადგენლებისგან მიიღონ ამომწურავი პასუხები ყველა კითხვაზე.ვებინარზე გაიგებთ:რა არის UWC, როგორია მისი ისტორია, ღირებულებები და პრინციპები;როგორ შეგიძლიათ სტიპენდიის მოპოვება და სრული დაფინანსებით სწავლა;როგორ მიმდინარეობს განაცხადის შევსების პროცესი საქართველოდან, რა ეტაპები და ვადებია განსაზღვრული.გაითვალისწინეთ, ვებინარზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://go.bog.ge/4hCDr2iრეგისტრაციის შემდეგ, შეხვედრის ბმულს ვებინარის დაწყებამდე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ.
1790146454
პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულ პირობებში, სპირტისა და სხვადასხვა დანამატის გამოყენებით, დაამზადა "SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის ბრენდების ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი - სულ 97 ბოთლი.ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ დამზადებული პროდუქცია.საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 1-დან 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
1790146032
შსს-ს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები."სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰაშიში“ და „ოპიუმი“.პოლიციის მიერ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.
1790145395
"სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც მცირე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, სისტემატურად სძალავდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ემუქრებოდნენ ბიზნესსაქმიანობის იძულებით შეჩერებით და კუთვნილი ქონების განადგურებით.ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, დასტურდება, რომ ბრალდებულები დაზარალებულზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით.დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მუქარისა და დაშინების მეთოდით, მეწარმეს სხვადასხვა დროს, 190 000-მდე ლარი და მიკროავტობუსი გამოსძალეს.სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთი პირი ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ერთი, წარსულში ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულებებისთვის იძებნება.პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღო გამოძალვის გზით უკანონოდ დაუფლებული მიკროავტობუსი და ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, ასევე, მიმალვაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულით შეძენილი 2 ავტომობილი.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
"შანსი იმისა, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროპას, ან აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, არის ნულის ტოლი, სანამ ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი"
1789586780
მაგთის Mesh Wi-Fi - ძლიერი ინტერნეტსიგნალი შენობის ყველა წერტილში
1789025774
17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი წარუდგინეს
1789123149
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
1789583772
ბიზნესმენ თემურ უგულავას დაფუძნებული "რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილმა იყიდა
1789760302