12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლო
12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლო
1768166691
ესპანურ დერბს საუდის არაბეთში “კინგ აბდულას” (King Abdullah Sports City Stadium) სტადიონმა უმასპინძლა.მატჩის პირველი ნახევარი კატალონიელების უპირატესობით დაიწყო, თუმცა ორივე გუნდმა მოახერხა მწვავე მომენტების შექმნა.36-ე წუთზე კი ანგარიში “ბარსელონას” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რაფინიამ გახსნა და გუნდი დააწინაურა.პირველი ნახევრის ძირითადი დრო ერთ ბურთიანი სხვაობით ამოიწურა, თუმცა დამატებითი წუთები ძალიან დრამატული აღმოჩნდა.ანგარიში დამატებით დროის მეორე წუთზე მადრიდელების ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ვინისიუს ჟუნიორმა გაათანაბრა.გოლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ კი, კატალონიელთა პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ კვლავ დაუბრუნა გუნდს უპირატესობა, რომელიც სულ რაღაც ორ წუთი გაგრძელდა, რადგან “რეალ მადრიდის” ესპანელმა თავდამსხმელმა გონსალო გარსიამ თავისი გატანილი გოლით წონასწორობა აღადგინა.პირველი ნახევარი ფრედ, ანგარიშით 2-2 დასრულდა.მეორე ნახევარი ორივე გუნდის მხრიდან უფრო აქტიური და ხისტი თამაშით დაიწყო, მატჩში ელ კლასიკოს დაძაბულობა იგრძნობოდა. რაც უხეში თამაშითა და სიტყვიერი შელაპარაკებითაც გამოიხატა.მიუხედავად, ორივე მხრიდან აქტიური შეტევებისა, გოლი მხოლოდ 73-ე წუთზე გავიდა. რომლითაც რაფინიამ დუბლი გაიფორმა და მწვავე მომენტში “ბარსელონა” დააწინაურა.მატჩის არბიტრმა ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ “ბარსელონას” ფეხბურთელი ფრენკი დე იონგი მოედნიდან გააძევა. კატალონიელებმა დამატებითი დრო მოედანზე ათი ფეხბურთელით გაატარეს, თუმცა ამას მატჩის ბედი არ შეუცვლია.რაფინიას გოლით ბარსელონამ რეალ მადრიდი დაამარცხა და ესპანეთის სუპერ თასის გამარჯვებული გახდა.
1768160917
"დღეს რუსეთის ომის 1418-ე დღეა უკრაინის წინააღმდეგ. მათ სურდათ გამეორება და გაიმეორეს კიდეც - ადამიანების მიმართ ძალადობა, მათ გაიმეორეს ფაშიზმი, მათ გაიმეორეს თითქმის ყველაფერი ყველაზე უარესი, რაც მე-20 საუკუნეში მოხდა.ომი იმავე ტერიტორიებზე მიმდინარეობს, სადაც 80 წლის წინ იყო - დონბასში, სლობოჟანშჩინაში, ზაპოროჟიეში. თუმცა, ამჯერად, დამპყრობლების წინააღმდეგ მხოლოდ უკრაინა იბრძვის და არა მთელი ანტიჰიტლერული კოალიცია.ეს ბევრ რამეს ამბობს პუტინის მიერ აშენებულ სისტემაზე და პირადად მასზე. რუსების მსხვერპლი ახლა ყოველდღიურად სულ მცირე 1000 მოკლულია - ასეა დეკემბრიდან და რუსეთი ასე იხდის იმისთვის, რომ ომი არ დასრულდეს. ეს სიგიჟეა", - განაცხადა ზელენსკიმ.მისივე თქმით, "ამ რუსული სიგიჟის" შეჩერება მხოლოდ უკრაინის ყველა პარტნიორის, მათ შორის ევროპის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება."ომის ყოველი დღე იმის შეხსენებაა, რომ მსოფლიოს არ შეუძლია დაიცვას თავი შეშლილებისგან. უნდა დავიცვათ თავი. უნდა შევაჩეროთ რუსეთი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
1768159461
"თავისუფლებისკენ სწრაფვა ყველა ჩვენგანისთვის, როგორც ადამიანებისთვის, თანდაყოლილია. ირანის ახალი თაობა ღირსებასა და თავისუფლებას ითხოვს. 2026 წელს ეს ძალიან ბევრის მოთხოვნა არ არის. მკვლელობები უნდა შეწყდეს. უდანაშაულოები და დევნილები უნდა გაათავისუფლონ. რეპრესიები უნდა დასრულდეს. ქუჩაში მყოფ მამაც გოგონებს, სტუდენტებს, მამაკაცებსა და ქალებს: ეს თქვენი დროა. იცოდეთ, რომ ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც კომუნიკაციას ბლოკავს, არის რეჟიმი, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია. ევროპამ უნდა გააცნობიეროს თავისი მოვალეობა და მოქმედების აუცილებლობა. ირანი თავისუფალი იქნება“, – წერს რობერტა მეცოლა.2025 წლის დეკემბრის ბოლოდან ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებიც შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა.ყველაფერი 28 დეკემბერს თეირანში დაიწყო, როდესაც ცენტრალური ბაზრის გამყიდველები ქუჩებში გამოვიდნენ ეროვნული ვალუტის მკვეთრი ვარდნის გასაპროტესტებლად.ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველაზე აქტიური მონაწილეები მობილური ტელეფონების, ელექტრონიკის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამყიდველები იყვნენ, რომლებიც საქონელს უცხოური ვალუტით ყიდულობენ და ადგილობრივ ვალუტაში ყიდიან.საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ სტუდენტები და მოსახლეობის სხვა სეგმენტები, ასევე ისინი, ვინც ადრე „რეჟიმის მხარდამჭერებად“ ითვლებოდნენ, რაც ხელისუფლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.ირანის მემკვიდრე პრინცმა რეზა ფაჰლევიმ მოქალაქეებს ქუჩის საპროტესტო აქციების გაძლიერებისა და ქვეყნის მასშტაბით გაფიცვების ორგანიზებისკენ მოუწოდა.ირანის ხელისუფლებამ საპროტესტო გამოსვლებს მკაცრად უპასუხა, ცეცხლსასროლი იარაღით, სპეცრაზმის აღჭურვილობით, ცემით და მასობრივი დაპატიმრებებით.HRANA-ს ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 538 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 490 აქტივისტია, 48 კი, ირანის უსაფრთხოების თანამშრომელი. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 10 000 აქტივისტია დაკავებული.
1768159436
კურომოერიდეთ ზედმეტ რისკს და ფიზიკურ გადაღლას. მშვიდი ტემპი საუკეთესო შედეგს მოგიტანთ.ტყუპებიკომუნიკაცია წარმატებული იქნება. კარგი დროა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის.კირჩხიბიემოციური ფონი გამძაფრებულია. ეცადეთ, კონფლიქტებს არ აჰყვეთ და მეტი ყურადღება დაუთმოთ ოჯახს.ლომიშესაძლოა ახალი შესაძლებლობა კარიერაში. საკუთარი იდეების წარმოჩენა დღეს წარმატებას მოგიტანთ.ქალწულიდღე დეტალებზე კონცენტრაციას მოითხოვს. კარგად დაგეგმილი ნაბიჯები დაგიცავთ შეცდომებისგან.სასწორიურთიერთობებში ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია. გულწრფელი საუბარი ბევრ საკითხს გაარკვევს.მორიელიინტუიცია განსაკუთრებით გაძლიერებულია. ენდეთ საკუთარ შეგრძნებებს, თუმცა ნუ იჩქარებთ.მშვილდოსანიაქტიური და დინამიკური დღე გელით. კარგია ახალი იდეების დაწყება, მაგრამ ბოლომდე მიყვანა არ დაგავიწყდეთ.თხის რქაპასუხისმგებლობების ზრდა მოსალოდნელია. შრომა შედეგს აუცილებლად მოგიტანთ.მერწყულიდღე ხელსაყრელია კრეატიული საქმიანობისთვის. მოულოდნელი სიახლე პოზიტიურად დაგაინტერესებთ.თევზებიდასვენება და ემოციური განტვირთვა აუცილებელია. მოუსმინეთ საკუთარ საჭიროებებს.
1768159234
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს.პირველად ის ბათუმში, აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, საშვთა ბიუროს კედელზე საწებავი სტიკერის გაკვრის გამო.ადმინისტრაციული პატიმრობიდან ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, თუმცა მალევე ისევ დააკავეს – ამჯერად სისხლის სამართლის მუხლით, აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც პროკურატურამ შეაფასა თავდასხმად.დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს, იგი ბათუმში გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.ფოტო: ქეთევან ხუციშვილი/ნეტგაზეთი
1768148367
"გუშინ ღამით არეულობის მნიშვნელოვანი მონაწილეები დააკავეს, რომლებიც სამართლებრივი პროცედურების შემდეგ დაისჯებიან“, - განაცხადა ეროვნული პოლიციის უფროსმა აჰმად-რეზა რადანმა, დაკავებულთა რაოდენობისა და მათი სახელების დასახელების გარეშე.2025 წლის დეკემბრის ბოლოდან ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებიც შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა.ყველაფერი 28 დეკემბერს თეირანში დაიწყო, როდესაც ცენტრალური ბაზრის გამყიდველები ქუჩებში გამოვიდნენ ეროვნული ვალუტის მკვეთრი ვარდნის გასაპროტესტებლად.ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველაზე აქტიური მონაწილეები მობილური ტელეფონების, ელექტრონიკის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამყიდველები იყვნენ, რომლებიც საქონელს უცხოური ვალუტით ყიდულობენ და ადგილობრივ ვალუტაში ყიდიან.საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ სტუდენტები და მოსახლეობის სხვა სეგმენტები, ასევე ისინი, ვინც ადრე „რეჟიმის მხარდამჭერებად“ ითვლებოდნენ, რაც ხელისუფლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.ირანის მემკვიდრე პრინცმა რეზა ფაჰლევიმ მოქალაქეებს ქუჩის საპროტესტო აქციების გაძლიერებისა და ქვეყნის მასშტაბით გაფიცვების ორგანიზებისკენ მოუწოდა.ირანის ხელისუფლებამ საპროტესტო გამოსვლებს მკაცრად უპასუხა, ცეცხლსასროლი იარაღით, სპეცრაზმის აღჭურვილობით, ცემით და მასობრივი დაპატიმრებებით.HRANA-ის ცნობით, მასშტაბური საპროტესტო აქციების ჩახშობის დროს სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა. არაოფიციალური მონაცემებით კი, ირანში პროტესტის 14 დღის განმავლობაში 2000-ზე მეტი ადამიანია მოკლული.
1768130783
"როდესაც ვიზიტით ვიყავი ირანში, ფერეიდანში მრავალი ათასი ადამიანი მოვიდა ჩემთან შეხვედრაზე.დარბაზის ბოლოში ეჭირათ პლაკატები ქართულად "სიკვდილი ამერიკას". ჩვენს დელეგაციასთან სათითაოდ მოდიოდნენ ადგილობრივები და იძახდნენ, რომ ამ პლაკატთან არაფერი საერთო არ ჰქონდათ და ისინი თეირანიდან საგანგებოდ გამოგზავნილ უშიშროების თანამშრომლებს ეჭირათ ხელში, მოლას გამოსვლისას მთელმა დარბაზმა უსტვინა, უამრავი წერილი გადმოგვცეს, რეჟიმის კრიტიკაც.მეორე დღეს, პარასკევს საღამოს ისპაჰანის მათვალიერებინებდა ადგილობრივი გუბერნატორი. ამ ულამაზეს ქალაქს შუაზე ყოფს "ალავერდიხანის ხიდი", რომელსაც ისპაჰანის ამშენებლის, კახელი ალავერდ უნდილაძის სახელი ჰქვია. კაცები მდინარის ერთ მხარეს იყვნენ და ქალები მეორე.გუბერნატორმა ამაყად მითხრა, რომ სამი დღით ადრე მთელს ირანში აკრძალეს ქუჩის მუსიკოსები. შემდეგ შევხედე ერთ შენობას, რომელიც საკონცერტო დარბაზს წააგავდა და რომელთანაც ბევრი ახალგაზრდა ირეოდა, დაახლოებით იმ ასაკის, პარასკევს საღამოობით ღამის კლუბებში რომ დადიან თავისუფალ ქვეყნებში.ნუ იქ რომ დისკოთეკა არ იქნებოდა მაგდენს კი მივხვდი, მაგრამ ვიფიქრე რამე კონცერტი მაინც იქნება-თქო. გუბერნატორმა აქაც გამიწბილა იმედი, რადგან როგორც მითხრა, ადგილობრივი იმამი ხვდებოდა ისპაჰანის ახალგაზრდობას და ესაუბრებოდა მათ რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აი ასეთი მძიმე სიტუაციაა ხალხისთვის ირანში.ახლანდელი პროტესტები იმავე სიტუაციამ გამოიწვია, რაც სახეზეა ასევე საქართველოში - ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისთვის სრულიად მიუწვდომელი ფასები.დღეს ირანში სახეზეა რევოლუციური სიტუაციის ყველა ნიშანი. რეჟიმის დამხობა რევოლუციურ ცვლილებებს გამოიწვევს მთელი რეგიონისთვის და ასევე დამანგრეველი იქნება ივანიშვილის რეჟიმისთვის.ასე რომ, დღეს ყველას ვისაც უყვარს საქართველო მთელი გულით უნდა უჭერდეს მხარს, როგორც რუსთაველის პროტესტს, ასევე ირანში მიმდინარე რევოლუციას", - წერს სააკაშვილი.
1768126848
"ირანელ ხალხს: თქვენი ხანგრძლივი კოშმარი მალე დასრულდება, თქვენი სიმამაცე და თქვენი ჩაგვრის დასრულების სურვილი შენიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა და ყველამ, ვისაც თავისუფლება უყვარს. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს – "ისევ გავხადოთ ირანი დიდებული“, ეს ნიშნავს, რომ ირანში მომიტინგეებმა აიათოლა უნდა დაამარცხონ. ეს არის ყველაზე ნათელი სიგნალი იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხვდება, რომ ირანი ვერასდროს იქნება დიდებული აიათოლას და მისი თანამოაზრეების ხელმძღვანელობით. დახმარება გზაშია“,- წერს ლინდსი გრემი სოციალურ ქსელში.
ვაკეში მამაკაცი მოკლეს
1767199260
2020News გილოცავთ ახალ 2026 წელს!
1767211140
მედიის ცნობით, აშშ-მა ვენესუელაში სამხედრო ბაზები და პარლამენტის შენობა დაბომბა
1767433703
"აშშ-მა წარმატებით ჩაატარა ფართომასშტაბიანი ოპერაცია ვენესუელას წინააღმდეგ, მადურო დაპატიმრებულია"
1767434360
8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
1767814208