11:00 საათზე - კუმისში, "გამარჯვების პლატფორმის" კამპანიის ფარგლებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ევროკავშირია დროშას აღმართავენ.

საკონტაქტო პირი: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

11:30 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორის ირაკლი იზორიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "სატრანსპორტო სფეროში დაგეგმილი რეგულაციები:

ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის საკითხი და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც, ზამთარში ცალკეულ ზონებში, გზის მონაკვეთებზე ზამთრის საბურავები, ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები სავალდებულო იქნება. "

მისამართი: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

12:00 საათზე - უკრაინული სახლის საზეიმო გახსნა გაიმართება, რომლის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა და გერმანიის მთავრობა.

უკრაინული სახლის საზეიმო გახსნას დაესწრებიან: გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტი; უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ოლექსანდრ შულგა; UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში ანნა ჩერნიშოვა; ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელი ვალენტინა მარჯანიშვილი.

მისამართი: მიხეილ ჯავახიშვილის ქ. 8

საკონტაქტო: სოფო ჭიჭინაძე - 599 196907, ნინო წითლანაძე - 593 75 03 49

 

12:30 საათზე - საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართება.

პარლამენტი, სათათბირო ოთახი N515 (C კორპუსი, V სართული)

 

13:00 საათზე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)