11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

13:00 საათზე - პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსის" ცენტრალურ ოფისში, პარტიის ლიდერი კახა ძაგანია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პარტია „მემარცხენე ალიანსის" ღია წერილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 5 - ლიზიკო ქავთარაძის 1; სადარბაზო 2; სართული 4

საკონტაქტო ნომერი: 579 95 76 65

 

17:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის თავდასხმაში ბრალდებული გდდ-ის თანამშრომლების სასამართლო პროცესი გაიმართება.