ან გავერთიანდებით, ან გაგვაერთიანებს ბიძინა ივანიშვილი ციხეებში მეთქი - მახსოვს, ამას როგორ ვეუბნებოდი ზოგიერთ ოპოზიციას, რომელიც სკეპტიკურად იყო განწყობილი გაერთიანების მიმართ 2024 წელს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა იმის დროა, რომ ოპოზიცია ერთმანეთს არ ამუნათებდეს.

"ან გავერთიანდებით, ან გაგვაერთიანებს ბიძინა ივანიშვილი ციხეებში და უკვე პოლიტიკური პარტნიორები კი აღარ ვიქნებით, არამედ თანამესაკნეების არჩევა მოგვიწევს მეთქი - ეს სიტყვები მახსოვს, როგორ ვეუბნებოდი ამას ზოგიერთ ოპოზიციას, რომელიც სკეპტიკურად იყო განწყობილი გაერთიანების მიმართ 2024 წელს, მაგრამ არა უშავს, ამაზეც არ უნდა ვისაუბროთ, ერთმანეთი არ უნდა დავამუნათოთ, წარსული არ უნდა გავიხსენოთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.