შეიძლება მათ უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ ყველა გზა ჩამოიჭრან და ახლა ამ ფორმით ცდილობენ, რომ ეუთოს მისამართით რაღაც ტიპის შანტაჟის ენა გამოიყენონ - საერთოდ არ მოგიწვევთ, -  ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, შესაძლო მეორე მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას არ აპირებს და აპირებენ ზუსტად ისეთივე არჩევნების ჩატარებას, რომლის შედეგადაც, ისინი, როგორც აქამდე, შეძლებენ ძალაუფლების მიტაცებას არადემოკრატიული გზით.

"მაღალი ალბათობით, ეს ორ რაღაცას შეიძლება ნიშნავდეს: პირველი - მათ აქვთ განცდა, რომ როგორც არ უნდა მოიწვიონ, რა ტიპის სადამკვირვებლო მისიებიც არ უნდა მოიწვიონ, ისინი აქ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას არ აპირებენ, ისინი აპირებენ ზუსტად ისეთივე არჩევნების ჩატარებას, რომლის შედეგადაც, ისინი, როგორც აქამდე, შეძლებენ ძალაუფლების მიტაცებას არადემოკრატიული გზით - სახალხო წარმომადგენლობის არქონით, შესაბამისად, მათ წინასწარ იციან, რომ ეუთო არის ის ორგანიზაცია, რომელიც ამ არჩევნებს შეაფასებს ზუსტად ისე, როგორც ჩატარდება იმიტომ, რომ ცხადია, რომ არც წინასაარჩევნო დემოკრატიული წინაპირობები იქნება დაკმაყოფილებული და არც თავად საარჩევნო პროცესი წარიმართება ისე, რომ ამ ორგანიზაციისგან ლეგიტიმაცია მოიპოვონ.

მეორე შესაძლო ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ მათ უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ ყველა გზა ჩამოიჭრან და ახლა ამ ფორმით ცდილობენ, რომ ეუთოს მისამართით რაღაც ტიპის შანტაჟის ენა გამოიყენონ - საერთოდ არ მოგიწვევთ, თქვენ გარეშე ჩავატარებთ არჩევნებს და ასე შემდეგ", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.