10:00 საათზე - სამი ორგანიზაცია: „სამოქალაქო იდეა", „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) და „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო" კონფერენციას „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე - ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან" გამართავს.

მის: სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია თბილისი".

საკონტაქტო ნომერი: 599 899 627

11:00 საათზე - 8 მარტის აქციაზე დაკავებული, პარტია “საქართველოსთვის” წევრის - კოკა კობალაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

 

11:45 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

12:00 საათზე - პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება

პლენარულ სხდომათა დარბაზი

 

12:00 საათზე - ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული კომპანია ,,გრინსერვის +”-ის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო გაცხადებას გააკეთებენ.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო ნომერი: 599 72 65 65

 

14:00 საათზე - ევროკავშირის ტექნიკური ექსპერტული დახმარების პროგრამის PPRD ფარგლებში, დიდი ლილოს დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საჩვენებელი საველე სწავლება გაიმართება.

საჩვენებელ სწავლებაში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები.

 

14:00 საათზე - საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ჭიათურაში ჩავა და გაფიცულ მაღაროელებს შეხვდება.

 

17:00 საათზე - სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" "ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორის ემილ ავდალიანის წიგნის - "China, Russia and New Eurasian Order" პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: ვარდების მოედანი 1, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერია", საკონფერენციო ოთახი Ballroom #1

საკონტაქტო პირი: ლაურა პაპასქუა - 595801587

 

18:30 საათზე - მწერალთა სახლში საბავშვო მწერლის, პროზაიკოსისა და მთარგმნელის, დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორიას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

მის: ივანე მაჩაბლის ქ. N13

საკონტაქტო ნომერი: +995 599 95 95 05