10:00 საათზე - გენერალურ პროკურატურაში ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე "ძაღლებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე" გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადებას შეიტანს.

10:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

11:00 საათზე - ორგანიზაცია Animal Project ბრიფინგს გამართავს.

თემა: „მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაციის პროგრამის განხორციელების დროს ჩადენილი დანაშაულები“.

მისამართი: "ტერმინალი", აბაშიძის ფილიალი (აბაშიძის ქ. #34)

 

13:00 საათზე - "ევექსის ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი კარავის“ ტერიტორიაზე „ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი – ილაპარაკეს“ ორგანიზებით, ინოვაციურ ინტერდისციპლინარულ პროექტ „მწვანე შუქის“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება.

მისამართი: ბახტრიონის ქ.10

საკონტაქტო ნომერი: 598240788

 

14:00 საათზე - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638

(C კორპუსი, VI სართული)

 

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ნადირაძის, ლაშა ბერიძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.