11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი გაიმართება.
14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი გაიმართება.
14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
1782936319
მისივე თქმით, პარტიის გადარჩენის გზა თამაშის წესების ცვლილებაშია."რატომ იცვლებიან თავმჯდომარეები ასე, იმიტომ რომ არ არსებობს შესაბამისი გამჭვირვალე თამაშის წესები. როცა ყველას ეცოდინება, რომ გადაწყვეტილებებს არ იღებენ ჩაკეტილ წრეში, ნაკლები იქნება რისკი სკანდალების. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენის გზას მე ვუყურებ არა სახელებისა და გვარების ცვლილებაში, არამედ თამაშის წესების ცვლილებაში.იცვლება სამყარო, მოქალაქის მოლოდინები და პოლიტიკა, შესაბამისად, ამ ოლიგარქიული სისტემის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიები იყვნენ უფრო მოქნილები.რაც შეეხება ჩვენი პარტიის წინააღმდეგ ბრძოლას, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ მიზანი ყველასი არის ბიძინას დამარცხება, მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ბრძოლას ყველა უნდა შეეშვას და ვკონცენტრირდეთ საერთო მიზანზე", - განაცხადა ანა წითლიძემ.
1782934616
მისივე თქმით, ეს არის ანტიამერიკული და ანტიდასავლური კურსის მაგალითი."სახეზე გვაქვს გეოპოლიტიკური ორსახოვანი ფარისევლობა, გაორებულები და გასამებულები არიან და საბოლოოდ, გაჯიბისტებულები არიან, რომ რაც შეიძლება მეტი მოიპარონ ქართველი ხალხისგან, ჩაიდონ ჯიბეში და დაუტოვონ თავიანთ გაუმაძღარ შთამომავლობას. ამ შთამომავლობასაც ვხედავთ ჩვენ, რომ უკვე ამზადებენ, ლამის ხელისუფლებაში მოსასვლელად. არ გამოვა, მეგობრებო, ასე. ივანიშვილის შვილებს სირცხვილად დარჩებათ საკუთარი მამა, იმ დონეზე, რომ ვერც ახსენებენ ძალიან მალე.რაც შეეხება ყაველაშვილის ვიზიტს ირანში, პრეზიდენტად წოდებული ფეხბურთელი, ასევე დაქირავებული ივანიშვილის მიერ, ჩავა თეირანში, დაესწრება აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას, "სიკვდილი ამერიკას" ყვირილის ფონზე და ამით გამოწვეული აპლოდისმენტების გარემოში მოუწევს ყოფნა. ეს არის სირცხვილი, ეს არის დასავლეთისთვის პირდაპირი გზავნილი, რომ ისინი არ ჩამოშორდებიან ჩრდილოვან და დიქტატორულ რეჟიმებს და გააგრძელებენ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ კამპანიას. ეს ცალსახა გზავნილია“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
1782934602
კუროფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და დაუგეგმავ ხარჯებს მოერიდეთ. საღამოს ოჯახთან ან ახლობლებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარების შესაძლებლობა გექნებათ.ტყუპებითქვენი კომუნიკაციის უნარი დღეს განსაკუთრებულად გამოკვეთილი იქნება. ახალი ნაცნობობა ან საინტერესო შეთავაზება მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.კირჩხიბიდღე საკუთარი მიზნების გადახედვისთვის გამოგადგებათ. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. ყურადღება ჯანმრთელობასა და დასვენებასაც მიაქციეთ.ლომიაქტიური და წარმატებული დღე გელით. თქვენი ინიციატივები დადებით შეფასებას მიიღებს. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.ქალწულიდეტალებზე კონცენტრირება წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა ძველი საკითხის საბოლოოდ დასრულება შეძლოთ. ფინანსურ თემებში კარგი სიახლეა მოსალოდნელი.სასწორიდღე იდეალურია ახალი გეგმების დასაწყებად. კოლეგებთან თანამშრომლობა წარმატებული იქნება. პირად ცხოვრებაში მეტი ყურადღება პარტნიორს დაუთმეთ.მორიელიშესაძლოა მოულოდნელმა ინფორმაციამ თქვენი გეგმები შეცვალოს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. მოერიდეთ ემოციურ გადაწყვეტილებებს.მშვილდოსანიენერგიით სავსე დღე გელით. მოგზაურობასთან, სწავლასთან ან კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლებლობა შეიძლება გამოჩნდეს.თხის რქამოთმინება დღეს თქვენი მთავარი მოკავშირე იქნება. დაწყებული საქმეები წარმატებით დასრულდება, თუ საკუთარ გეგმას ბოლომდე მიჰყვებით.მერწყულიშემოქმედებითი იდეები და ახალი კონტაქტები წარმატებას მოგიტანთ. კარგი დროა საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად.თევზებიინტუიცია სწორ გადაწყვეტილებებს მიგაღებინებთ. ნუ უგულებელყოფთ შინაგან ხმას. საღამოს დასვენება და საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება ენერგიას აღგიდგენთ.
1782932907
"კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ, მასიური დარტყმები, ასობით დრონი, სხვადასხვა ტიპის ათობით რაკეტა. დღეს ძალიან უსიამოვნო ინფორმაცია გვაქვს კიდევ ერთი ასეთი მასიური რუსული დარტყმის მომზადების შესახებ. არსებობს სადაზვერვო მონაცემები“, - განაცხადა ზელენსკიმ.ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი დაუყოვნებლივ დაბრუნდებიან უკრაინაში და მოუწოდა ყველა მოქალაქეს, გაითვალისწინონ საჰაერო თავდასხმის სირენები და თავშესაფარი გამოიყენონ."ჩვენ ვიცით, რომ პუტინი უკვე გარკვეული ხანია, ამზადებს ამ მასშტაბურ თავდასხმას უკრაინაზე. რუსეთის ლიდერი კატეგორიულად უარს ამბობს ომის დასრულებაზე.„რა თქმა უნდა, დღეს და მომდევნო დღეებში ჩვენი საჰაერო თავდაცვისა და სხვა ძალები ყველაფერს გააკეთებენ, რაც შეუძლიათ. მე უკვე მივეცი შესაბამისი მითითებები სამხედროებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სპეცსამსახურებს და სადაზვერვო სააგენტოებს, მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, ვისთან გვაქვს საქმე და ის ვერაგობა, რომლითაც რუსეთის ფედერაცია ამ ომს აგრძელებს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ამასთან, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა აგრესორი ქვეყნის ისეთ სიტუაციაში ჩაყენების აუცილებლობა, სადაც მშვიდობის გარდა სხვა ალტერნატივა არ იარსებებს.რუსეთის ძალებმა დღეს ოდესის რეგიონზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა.ასევე, დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე მართვადი ბომბებით თავდასხმების სერია განახორციელეს, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაშავდა. ნოვობავარის რაიონში ორი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა, მათ შორის 15 წლის მოზარდის.გარდა ამისა, ხერსონში რუსული დრონის მიკროავტობუსზე თავდასხმის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა, სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ორი თანამშრომელი კი დაიჭრა.
1782929743
მისი თქმით, “ოცნებას” არჩეული აქვს ჩრდილოვანი ხაზი და დასავლეთს ანგარიშს არ უწევს.“მე მგონია, რომ არსებობს რაღაც ფარული ინტერესები ირანის მიმართ, შეიძლება რუსული ფაქტორიც არსებობდეს, მაგალითად, ირანს სჭირდება ლეგიტიმაცია - საერთაშორისო ყურადღება. აშკარად ჩანს, რომ საქართველო რუსულ თხოვნებს რაღაცაში უწევს ანგარიშს, რაღაცაში არა. იქ, სადაც ანგარიში შეიძლება გაუწიოს რუსულ თხოვნას, რომ ჩადით ირანში, კარგი იქნება, შევუქმნათ ირანს გარკვეული მხარდაჭერის განცდა - ამ კონტექსტში ყაველაშვილის ჩასვლა ჩათვალეს უფრო ნაკლებად დამაზიანებლად.რაც შეეხება “ოცნების” დამოკიდებულებას დასავლეთთან, მათი სიგნალი ასეთია - ჩვენ ჩვენს პოლიტიკას გავაგრძელებთ და ან მიგვიღეთ ასეთი, როგორიც ვართ, ან ისე იქნება, როგორც ვამბობთო, მაგრამ რისი იმედი აქვთ, არ ვიცი იმიტომ, რომ ძალიან კარგი შანსი იყო ახლა, ამ წუთში, რომ ყაველაშვილი არ წასულიყო ირანში, წასულიყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ან მხოლოდ საელჩოში მისულიყვნენ, ასეთი ფორმებიც არსებობს, მაგრამ მათ აირჩიეს სხვა გზა. "ქართულ ოცნებას" აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიცია, რომ ჩვენ ვმართავთ ვითარებას და მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართო“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
1782926953
"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა არასრულწლოვანი შვილები სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირეს და 2025 წლიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. ბრალდებულები მათზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულ არასრულწლოვან შვილებს, როგორც ქუჩაში, ასევე კაფე-რესტორნებში, მოწყალების თხოვნას და ყვავილების გაყიდვას ავალებდნენ, ბავშვების მიერ შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. ბრალდებულები ყოველდღიურად უწესებდნენ არასრულწლოვანებს შესაგროვებელი თანხის ოდენობას. თანხის შეგროვებამდე კი, როგორც ზაფხულის სიცხეში, ასევე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, მოწყალების თხოვნის შეწყვეტის და სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ.დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნით ვაჭრობა - ტრეფიკინგი, არასრულწლოვნის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით დამნაშავეზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, ჩადენილი: ორი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 17 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აცხადებენ პროკურატურაში.
1782926757
მას კლინიკაში პირადი ექიმი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი მედიკოსები უმკურნალებენ.პროცესში შესაძლოა, დისტანციურად უცხოეთში მყოფი ელენე ხოშტარიას ნდობით აღჭურვილი ექიმებიც ჩაერთონ.ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის დამძიმების შესახებ ინფორმაცია მისმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.
1782926459
"რადგან საინტერესოა, გიპასუხებთ!ჩემთვის სტატუსი და თანამდებობა ენმ-ში არის ხალხის სიყვარული, სითბო, ნდობა, მათი დამოკიდებულება. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ამ სიყვარულსა და ნდობაში ახლაც ბევრი ვერავინ შემეცილება.შესაბამისად, ეს არის ჩემი სტატუსი და თანამდებობა ენმ-ში.შიდა არჩევნებში 25 ათასი ხმა მივიღე და ისე გავიმარჯვე! ამდენ ხმაზე შიდა არჩევნებში კი არა, პარტიები ეროვნულ არჩევნებში ოცნებობენ.კიდევ ბევრი დრო დასჭირდება, რომ ამხელა ნდობით, მანდატით და შიდა დემოკრატიით აირჩიონ “ლიდერი”.მაშინაც ეს პოზიცია მქონდა და ახლაც ასე ვფიქრობ.არჩევნების დროსვე განვაცხადე, რომ ამ პარტიის უპირობო ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და რადგან ის ტყვეობაშია, მხოლოდ ამიტომ ვმონაწილეობდი არჩევნებში და არა რაიმე ამბიციების გამო.2024 წელს, როდესაც არჩევნები ახლოვდებოდა და ამასობაში სახის ძვლები დამილეწეს, ღმერთის წყალობით ინვალიდობას გადავრჩი, სწორედ მაშინ დადგა ოპოზიციის გაერთიანების საკითხი.შიდა საუბრებში სხვა ოპოზიციონერები, ჩემთან ერთად, კოალიციას სკეპტიკურად უყურებდნენ. ჩემი „დონე“ არ მოსწონდათ. ამასთან, ივანიშვილის ქოცპროპაგანდა დილა-საღამოს მებრძოდა, მაშავებდა, ხოლო ამ ყველაფერს ოპოზიცია შიგნით იყენებდა და ცხადია, ეს საკითხი მარტივად გადავწყვიტე. თანამდებობა, საარჩევნო სია (სადაც მეთოთხმეტე ვიყავი) ჩემთვის მეათეხარისხოვანი იყო. შესაბამისად, საერთო საქმისთვის გავიწიე..თუ მე ვიყავი პრობლემა, რომ ბიძინაზე გაგვემარჯვა და ერთობა ყოფილიყო, აბა, ამ საკითხს როგორ დავაყენებდი კითხვის ნიშნის ქვეშ?! ხო და ხუთ წუთში ვთქვი, რომ მე გავიწევი და აგერ ბურთი და აგერ მოედანი. ცხადია, „მე“ მიზეზი ვიყავი, თორემ არავინ არსად არ გაერთიანდა…მიკროფონებისთვის იომეს და საბოლოოდ ყველა ციხეში გაგვაერთიანა ბიძინამ. არც მომავალში ვაპირებ, რაიმე პროცესში შემაფერხებელი ვიყო. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ძლიერად ვგრძნობ თავს და ისიც ვიცი, ენმ-სთან და ხალხთან ერთად, როგორ მივიყვან ბრძოლას ბოლომდე.არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს! მე ვარ მოსამსახურე ჩემი ხალხის და შესაბამისად მათი სიყვარული და ნდობა არის ჩემი უმაღლესი თანამდებობა!ერთადერთ რამეზე მაქვს “პრეტენზია”, მაქვს ამბიცია, რომ ბევრი ვერ შემეჯიბრება საქმეში, ბრძოლაში და ხალხის ჩემდამი დამოკიდებულებაში. საერთოდ არ მგონია ახლა ეს საკითხი საინტერესო, განსახილველი, მაგრამ რადგან ჩემგან დამოუკიდებლად აქტუალური გახდა ეს თემა, მეც გაგიზიარეთ ჩემი პოზიცია.და მაინც, საქმეს მივხდოთ, საქმეს", - წერს ხაბეიშვილი.