პრეზიდენტად წოდებული ფეხბურთელი, ასევე დაქირავებული ივანიშვილის მიერ, ჩავა თეირანში, დაესწრება აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას, "სიკვდილი ამერიკას" ყვირილის ფონზე და ამით გამოწვეული აპლოდისმენტების გარემოში მოუწევს ყოფნა, - ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ანტიამერიკული და ანტიდასავლური კურსის მაგალითი.

"სახეზე გვაქვს გეოპოლიტიკური ორსახოვანი ფარისევლობა, გაორებულები და გასამებულები არიან და საბოლოოდ, გაჯიბისტებულები არიან, რომ რაც შეიძლება მეტი მოიპარონ ქართველი ხალხისგან, ჩაიდონ ჯიბეში და დაუტოვონ თავიანთ გაუმაძღარ შთამომავლობას. ამ შთამომავლობასაც ვხედავთ ჩვენ, რომ უკვე ამზადებენ, ლამის ხელისუფლებაში მოსასვლელად. არ გამოვა, მეგობრებო, ასე. ივანიშვილის შვილებს სირცხვილად დარჩებათ საკუთარი მამა, იმ დონეზე, რომ ვერც ახსენებენ ძალიან მალე.

რაც შეეხება ყაველაშვილის ვიზიტს ირანში, პრეზიდენტად წოდებული ფეხბურთელი, ასევე დაქირავებული ივანიშვილის მიერ, ჩავა თეირანში, დაესწრება აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას, "სიკვდილი ამერიკას" ყვირილის ფონზე და ამით გამოწვეული აპლოდისმენტების გარემოში მოუწევს ყოფნა. ეს არის სირცხვილი, ეს არის დასავლეთისთვის პირდაპირი გზავნილი, რომ ისინი არ ჩამოშორდებიან ჩრდილოვან და დიქტატორულ რეჟიმებს და გააგრძელებენ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ კამპანიას. ეს ცალსახა გზავნილია“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.