09:30 საათზე - ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

მისამართი: სასტუმრო "ჰილტონ ჭავჭავაძე“.

09:30 საათზე - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ კონფერენციას თემაზე: „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ გამართავს.

თემა: კონფერენცია მიზნად ისახავს განიხილოს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური გამოწვევები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დროებითი ოკუპაციის პირობებში.

მისამართი: ივანე მაჩაბლის 13, მწერალთა სახლი,

საკონტაქტო პირი: ლიზა ზუბაშვილი - 577 173 070

 

10:00 საათზე - სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია თემაზე: „ბიომრავალფეროვნება და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში“ გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობენ სამთავრობო, კერძო და სამოქალაქო სექტორების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საკონტაქტო ნომერი: 598 21 22 25

 

10:15 საათზე - ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA), „პროკრედიტ ბანკთან“ პარტნიორობით, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2023“ გამართავს.

ფორუმს გახსნიან და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ ჯონ ბრაეკეველდტი, ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი; პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში; შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; მაჩეი ჩურა, ევროპის საინვესტიციო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 37მ, სასტუმრო "პულმან აქსის თაუერსი“.

საკონტაქტო პირი: მარიამ ცისკაძე - 598139913

 

12:00 საათზე - პარტია "ანა დოლიძე ხალხისთვის" წევრი ნინო წულაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: "მილიონობით ლარი მერის პიარ სამსახურზე, როცა ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ".

მისამართი: თავისუფლების 2 (თბილისის საკრებულო).

საკონტაქტო პირი: მაია მამულაშვილი - 577 24 22 61

 

12:00 საათზე - საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში ლევან დოთიაშვილს შეხვდება.

 

12:30 საათზე - აშშ-ის საელჩოში "ლელოს" ლიდერები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია აშშ-ს ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდებიან.

 

13:00 საათზე - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221(C კორპუსი, II სართული)

 

13:30 საათზე - სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფელ ნიქოზის მოსახლეობას შეხვდება.

 

14:00 საათზე - თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

მისამართი: თავისუფლების 2

 

15:00 საათზე - კინოთეატრ "ამირანში“, თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ.