12:00 საათზე - პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
12:00 საათზე - პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
1782675600
გამოცემა წერს, რომ ალიანსის გენერალური მდივნის პოსტი, რომელსაც ამჟამად მარკ რუტე იკავებს, 2028 წელს გათავისუფლდება, იმ შემთხვევაში, თუ მისი უფლებამოსილება წევრი ქვეყნების თანხმობით არ გაგრძელდება. ამ გეგმის განსახორციელებლად, მას მოქმედი მთავრობის სტაბილური მხარდაჭერა დასჭირდება.სტარმერის მხარდამჭერები ევროპელ ლიდერებს შორის მის მაღალ რეპუტაციაზე მიუთითებენ, რასაც ბოლო დროს გამართული G7-ის სამიტიც ადასტურებს.ამ ეტაპზე სტარმერი ქვეყნის თავდაცვაში ინვესტირების გეგმის განხორციელებაზეა ორიენტირებული.დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მთავრობის მეთაურისა და "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 22 ივნისს განაცხადა.
1782675000
კუროყურადღება ფინანსებს და ყოველდღიურ საქმეებს მიაქციე. ზედმეტ ხარჯებს მოერიდე.ტყუპებიკომუნიკაცია წარმატებას მოგიტანს. საინტერესო შეხვედრებია მოსალოდნელი.კირჩხიბისაკუთარ ემოციებს მეტი დრო დაუთმე. დასვენება ენერგიას შეგმატებს.ლომიიდეების წარმოსაჩენად ხელსაყრელი დღეა. თავდაჯერებულობა შედეგს მოგიტანს.ქალწულიგეგმების დალაგება და მნიშვნელოვანი საკითხების დასრულება გაგიადვილდება.სასწორიურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.მორიელიმოთმინება საუკეთესო მოკავშირე იქნება. ნუ იჩქარებ დასკვნების გამოტანას.მშვილდოსანიახალი შესაძლებლობა შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს. იყავი გახსნილი ცვლილებების მიმართ.თხის რქაშრომა და პასუხისმგებლობა დაფასდება. საღამოს დასვენებისთვის დრო გამონახე.მერწყულიშემოქმედებითი იდეები წარმატებას მოგიტანს. მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნო იქნება.თევზებიინტუიციას ენდე, მაგრამ გადაწყვეტილებები ფაქტებზე დაყრდნობით მიიღე. დღე მშვიდად და ნაყოფიერად ჩაივლის.
1782674100
ვერტმფრენი საუდის არაბეთის ნავთობკომპანია Aramco-ს ეკუთვნოდა.შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რას-ტანურაში მოხდა, სადაც განთავსებულია კომპანიის უმსხვილესი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა და ტერმინალი.კატასტროფა მოხდა ორი დღის შემდეგ, რაც Aramco-მ პარასკევს, თითქმის ოთხთვიანი შეჩერების შემდეგ, იმავე ტერმინალში ნედლი ნავთობის ჩატვირთვა განაახლა.ბორტზე მყოფი 14-ვე ადამიანი დაიღუპა, ყველა მათგანი საუდის არაბეთის მოქალაქეა.ავიაკასტროფის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. შესაბამისმა უწყებებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.
1782668750
საქმის მასალების მიხედვით, მეგობრები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ ახალგაზრდა ფერდობზე დასასვენებლად ჩამოჯდა და ამის შემდეგ უკვალოდ გაქრა. მოგვიანებით კი, ოჯახის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მათგანმა აღიარა, რომ პირველ ჩვენებაში სიმართლე არ თქვა.ოჯახი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდას მეგობრებმა ხელი ჰკრეს და ხევში გადააგდეს."12 წლის გახრწნილ შვილს ვეძებ, ადამიანი არ ხარ?! ძვლები მაინც დამამარხინე და ისე გამიშვი ამ ქვეყნიდან. სისხლი არ გაქვს? ერთადერთი შვილი დავკარგე, ხმა არ ამომიღია არაფერზე, არავისთვის მიჩივლია. ერთადერთი შვილი დავკარგე, ძვლები მაპოვნინე, კაცი არ ხარ? მოითხოვე, რა მოხდა, გამომძიებელი არ ხარ? ერთი ტრაქტორი მიიყვანე. მშობელი ხომ ხარ, მიიტანე გულთან ჩემი ამბავი, მკვდარივით დავდივარ. გამგებელთანაც ვიყავი, გამგებელმაც მასხარად ამიგდო, სოფელი არ გაქვს, ტრაქტორი არ გაქვთო?! წავალ მაშინ, მოვიხმობ ტელევიზიას და ხელით დავიწყებ ჩიჩქვნას", - ამბობდა შვილმკვდარი დედა სოფიო ბიბილაშვილი გამომძიებელთან სატელეფონო საუბრისას. 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის ლომისობის დღესასწაულზე 6 მეგობართან და მეგობრის მამასთან ერთად იყო ჩასული.
1782659177
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს, ზესტაფონში, სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე მათ ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი დააზიანა. სამართალდამცველებმა მამაკაცი განაიარაღეს და შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
1782655071
"როგორც ყოველთვის, წმინდა სახარებაში, რომელიც წაკითხული იყო წირვაზე, გვეძლევა ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება. დღეს იყო წაკითხული ეპიზოდი უფალ იესო ქრისტეს მიერ ქალაქ კაპერნაუმში ასისთავის მსახურის სასწაულებრივი განკურნების შესახებ.მოგეხსენებათ, ყველა ქალაქში რომაული ჯარის დანაყოფები იდგა, მათ შორის, კაპერნაუმშიც (დღეს ამ ქალაქიდან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი). ეს ასისთავი ძალიან გამორჩეული, კეთილი პიროვნება იყო, მისი სულიერი განწყობა მრავალმხრივ მისაბაძია ჩვენთვის.დღეს წმინდა ეკლესია სახარების ამ მონაკვეთით გვასწავლის, თუ როგორი სულიერი განწყობა უნდა გვქონდეს, როდესაც მივმართავთ ლოცვით ღმერთს, რომ უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები და შეგვისრულოს თხოვნა.ეს ასისთავი მიდის უფალ იესო ქრისტესთან და ევედრება მას თავისი მსახურის განკურნებას. უფალმა უპასუხა: "მოვალ და განვკურნავ მას“ (მთ. 8, 7). მაშინ ასისთავმა მიუგო: „უფალო, არ ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, შენ მხოლოდ სიტყვა თქვი“ და მე მწამს, რომ ის განიკურნება (მთ. 8, 8 ). უფალმა უთხრა: „წადი და შენი რწმენისამებრ გეყოს შენ“ (მთ. 8, 13).იმ დროიდან ასისთავის მსახური განიკურნა, ასეთი დიდი სასწაული მოხდა. იმდენად გაუკვირდა უფალს ასისთავის რწმენა, მისი ასეთი ძლიერი სარწმუნოება, რომ თქვა, ისრაელშიც ვერ ვნახე ასეთი რწმენაო (მთ. 8, 10). აი, როგორი საოცარია ასისთავის მიერ გამოვლენილი რწმენა და რამდენად ყოვლისშემძლეა ღმერთის ძალა!ეს ეპიზოდი გვასწავლის, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ როდესაც მივმართავთ უფალს ლოცვით, ჩვენც უნდა გვქონდეს მტკიცე, უყოყმანო რწმენა, უნდა გვწამდეს, რომ უფალმა ყველაფერი იცის, ღმერთი ყველაფერს ხედავს, ის ყოვლისშემძლეა, ყოვლადბრძენია, ამავე დროს, კაცთმოყვარე და მოწყალეა; მას შეუძლია ჩვენი თხოვნის შესრულება და ინებებს კიდეც ამას, რადგან, როგორც გვასწავლის წმინდა წერილი, დაეჭვებულს ნუ ჰგონია, რომ რამეს მიიღებს ღმერთისგან (იაკ. 1, 6-7). ასე რომ, ასისთავისგან უნდა ვისწავლოთ ასეთი უეჭველი, უყოყმანო, მტკიცე სარწმუნოება.რწმენასთან ერთად, რა თვისება გამოავლინა კიდევ ასისთავმა? - დიდი თავმდაბლობა, სიმდაბლე, როცა უთხრა, რომ იმის ღირსიც კი არ ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახურიო (მთ. 8, 8 ).აი, ეს მეორე გაკვეთილია, რომ როდესაც ვლოცულობთ, უნდა ვეცადოთ, ვიქონიოთ ასეთი თავმდაბალი განწყობა. ე. ი. მას უღირსად მიაჩნდა თავისი თავი ღვთის წინაშე. ჩვენც არ უნდა გვეგონოს, რომ ღვთის წინაშე რამე დიდს წარმოვადგენთ და როგორმე ვიმსახურებთ მის წყალობას. არა! ასეთი ამპარტავნული აზრები უნდა განვაგდოთ ჩვენგან, რადგან ეს მიზეზი ხდება იმისა, რომ უფალი აღარ შეისმენს ჩვენს ლოცვებს. როგორც ნათქვამია წმინდა წერილში: „ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს“. რას ნიშნავს „შემუსრავს“? ე. ი. ეწინააღმდეგება ამპარტავნებს, „ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“ (იგავ. 3, 34). ე. ი. თავმდაბალ ადამიანებს მადლს ანიჭებს.და ბოლოს, ასისთავმა გამოავლინა საოცარი სიყვარული მოყვასისადმი, თანაც არა თავისი ნათესავის თუ მეგობრისადმი, არამედ მონისადმი, ის მისი მსახური და მონა იყო. მისი გულისთვის შეწუხდა, მივიდა უფალთან, მის წინაშე ესოდენ დაიმდაბლა თავი. ასეთ სიყვარულს უმალვე უპასუხა მაცხოვრის საღვთო სიყვარულმა და მაშინვე გამოთქვა მზაობა მისი დახმარებისა და განკურნებისა.დღევანდელ სახარებაში გვეძლევა კიდევ ერთი მითითება, ერთი სწავლება, რომ აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის, როგორც ასისთავი ლოცულობდა თავისი მსახურისთვის. ლოცვას არ აქვს არც სივრცის, არც დროის საზღვრები, მაგრამ უნდა ვილოცოთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, დიდი რწმენით, უყოყმანო რწმენით და სიყვარულით, თუ გვინდა, უფალმა ეს ლოცვა შეგვისრულოს.კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღეს.დღეს ჩვენთან მოსული არიან ახალგაზრდები, რომლებიც ემზადებიან უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისთვის, მისაღები გამოცდებისთვის.ჩვენო ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით. გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, წარმატებით ჩაგებარებინოთ და მოხვედრილიყავით უმაღლეს სასწავლებლებში. გახსოვდეთ, ცოდნა ეს არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს, მაგრამ აუცილებლად მინდა, რომ გახსოვდეთ და იცოდეთ ის, რა სწავლებაც იყო მოცემული დღევანდელ სახარებაში, რომ უმთავრესია, ცხოვრებაში ვეძებოთ ღმერთთან სიახლოვე, მისი წმინდა ნების შესრულება და ვილოცოთ, მივმართოთ მას ჩვენი თხოვნით, მტკიცე რწმენით, რომელიც შეზავებულია სიმდაბლესა და მოყვასისადმი სიყვარულთან.თუ ასე ვიცხოვრებთ, თუ ვეცდებით, ასე ვიცხოვროთ, მაშინ ეს გახდება საწინდარი ყოველგვარი წარმატებისა, როგორც ამქვეყნიურისა, ასევე იმქვეყნიურისა, რადგან თავად უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ პირველად ეძებეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყველაფერი დანარჩენი, რაც საჭიროა დროებითი ცხოვრებისთვის, მოგეცემათ და შეგემატებათ (მთ. 6, 33). კიდევ ერთხელ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენი ჩაბარების წელი დაემთხვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს, ამ დიდ საიუბილეო თარიღს. ამასთან დაკავშირებით, ლოცვა-კურთხევის სახით დაგირიგდებათ სპეციალური საიუბილეო ჯვრები, რომლებიც იქნება თქვენთვის კურთხევის და ღვთის წყალობის მომტანი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!" - განაცხადა შიო მესამემ.
1782651300
ელენე აბაშიძე 1922 წელს ჭიათურაში დაიბადა. ელენე აბაშიძე არის 540 სამეცნიერო ნაშრომისა და 13 200 ექსპერიმენტის ავტორი. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიური მექანიზმის შესწავლაში.მისი სამეცნიერო კვლევები აღიარებულია როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.ელენე აბაშიძის სადოქტორო ნაშრომი შეფასდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ბიბლიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ, ხოლო თავად ავტორი დაჯილდოებულია მეცნიერ ქალთა ნამუშევრებს შორის მინიჭებული "წლის ქალის" საპატიო წოდებითა და შესაბამისი სიგელით.
1782646423
მისივე თქმით, რუსები ხშირად ახსენებენ ე.წ. "ანკორიჯის სულს“, თუმცა ვერავინ ხსნის ზუსტად რას გულისხმობენ ისინი."რეალობა ნათლად აჩვენებს ერთ რამეს: "ანკორიჯის სულისკვეთება“ თუ ოდესმე არსებობდა, ახლა ის ნამდვილად მკვდარია. რუსეთისთვის ანკორიჯისგან მისაღები გაკვეთილია, რომ ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინის მონაწილეობის გარეშე შემუშავდება, განწირულია იმისთვის, რომ უბრალოდ გაქრეს“, – წერს სიბიგა.მინისტრმა აღნიშნა, რომ კრემლისთვის მთავარი დასკვნა ის არის, რომ უკრაინის მონაწილეობის გარეშე შემუშავებული ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა წარუმატებლობისთვისაა განწირული."დროა, მოსკოვმა უპასუხოს უკრაინის სერიოზულ წინადადებებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის და ომის დასრულების შესახებ. პუტინი რაც უფრო დიდხანს იტყვის უარს რეალობის აღიარებაზე, კერძოდ, იმაზე, რომ ის ბრძოლის ველზე ვერასოდეს მიაღწევს საკუთარ მიზნებს, მით უფრო გაუარესდება ვითარება რუსეთისთვის", - წერს სიბიგა.ფრაზა "ანკორიჯის სული“ გაჩნდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის 2025 წლის აგვისტოში ანკორიჯიში გამართული შეხვედრის შემდეგ.მოსკოვი ამტკიცებს, რომ ტრამპთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ ე.წ. "ანკორიჯის ფორმულაზე“, რომლის მიხედვითაც აშშ მხარს დაუჭერდა უკრაინის მიერ დონბასის სრულად დათმობას რუსეთის სასარგებლოდ, ხოლო სანაცვლოდ ფრონტის ხაზი გაიყინებოდა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. ამერიკული და უკრაინული მხარეები კატეგორიულად უარყოფენ რაიმე ოფიციალური შეთანხმების არსებობას.