28 ივნისს, საუდის არაბეთის აღმოსავლეთ ნაწილში მსოფლიოში უდიდესი ნავთობკომპანიის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა.

ვერტმფრენი საუდის არაბეთის ნავთობკომპანია Aramco-ს ეკუთვნოდა.

შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რას-ტანურაში მოხდა, სადაც განთავსებულია კომპანიის უმსხვილესი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა და ტერმინალი.

კატასტროფა მოხდა ორი დღის შემდეგ, რაც Aramco-მ პარასკევს, თითქმის ოთხთვიანი შეჩერების შემდეგ, იმავე ტერმინალში ნედლი ნავთობის ჩატვირთვა განაახლა.

ბორტზე მყოფი 14-ვე ადამიანი დაიღუპა, ყველა მათგანი საუდის არაბეთის მოქალაქეა.

ავიაკასტროფის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. შესაბამისმა უწყებებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.