10:30 საათზე - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია 551 633 644

11:00 საათზე - "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება", "ევროპული პარადიგმა", "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა", "ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის" და არასამთავრობო ორგანიზაციები ბრიფინგს გამართავენ.

მისამართი: რუსთაველის გამზირი 21

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული ზვიად ცეცხლაძის და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობისთვის, აქციაზე დაკავებული დავით ხომერიკის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

15:00 საათზე - სააპელაციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გიორგი კუჭუაშვილის და დავით კოლდარის სასამართლო პროცესი გაიმართება.