შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის AD BLACK SEA 2026-ის მეათე, საიუბილეო ღონისძიების დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს. 

ჯილდოები ასე გამოიყურება:

ოქრო — „სუხიშვილები: 80 წლის ტრიუმფი“ | JoyBoy  | კატეგორია: Editing 
ოქრო — მცირე ბიზნესის ქსელი | სუპერმარკეტი  | კატეგორია:  Customer Retail / In-Store Experience
ვერცხლი — „სუხიშვილები: სადაც ცეკვა დაიბადა“ | JoyBoy  | კატეგორია:  Production Design / Art Direction
ვერცხლი — „ჭადრაკის ახალი ტალღა“ | JoyBoy  | კატეგორია: Promotional Item Design & Dm-Materials/Original Business Gifts
ვერცხლი- „მომავალი  არ ჩერდება, მომავალი მოდის“ | Supermarket  | კატეგორია:  Production Design / Art Direction 
ბრინჯაო — „სუხიშვილები: სადაც ცეკვა დაიბადა“ | JoyBoy  | კატეგორია: Cinematography
ბრინჯაო — „სუხიშვილები: 80 წლის ტრიუმფი“ | JoyBoy  | კატეგორია: Cinematography
ბრინჯაო — „სუხიშვილები: ცეკვის იდენტობა“ | JoyBoy  | კატეგორია: Corporate & Brand Identity 
ბრინჯაო — „ჭადრაკის ახალი ტალღა“ “ | JoyBoy  | კატეგორია: Sponsorship & Brand Partnership
ბრინჯაო - „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ | Q&A | კატეგორია:  PR Campaigns
ბრინჯაო - „მომავალი  არ ჩერდება, მომავალი მოდის“ | Supermarket  | კატეგორია:  Direction

"ეს ჯილდოები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის როლს შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების მხარდაჭერაში, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და  ინოვაციური საკომუნიკაციო პლატფორმების შექმნაში“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.