"საქართველოს ბანკის" კამპანიის ფარგლებში, რომლებიც ბებიებს მიეძღვნა, ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში სპეციალური თაროები განთავსდა.

თაროებზე მკითხველებს ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნები დახვდებათ ბებიებსა და ბავშვობის მოგონებებზე, მათ შორის:

ჩემი რჩეული - ნოდარ დუმბაძე 1ტ, მე, ბებია ილიკო და ილარიონი, მოთხრობები
ძველი ფურცლიდან - რევაზ ინანიშვილი
გოდერძი ჩოხელის მოთხრობები 
ბანდიტი ბებია - Liber kids
ბანდიტი ბებია ბრუნდება - Liber kids
ბებია, სურათები სოფლის ცხოვრებიდან - ბოჟინა ნემცოვა
ჩემი აფრიკელი ბებია - მარიამ წიკლაური
წერილს გწერ, ბებიას - ნინო ნანეიშვილი
ბებიამ მთხოვა თქვენთვის მეთქვა, რომ ბოდიშს იხდის - ფრედრიკ ბაკმანი

აღნიშნული თაროები ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელის შემდეგ ლოკაციებზე: ვაკის პარკი, ჭავჭავაძის 2, გაგარინი, გალერეა თბილისი, ბიბლუსი გალერი ბათუმში, ბიბლუსი გალერი ქუთაისში, საბურთალოს სითი მოლი.

"საქართველოს ბანკის" კამპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.