უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ამჟამად, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაზე ზრუნავს, თუმცა, იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გულგრილი არ არის უკრაინის მომავლის მიმართ.

NBC News-თან ინტერვიუში პრეზიდენტს ჰკითხეს, სჯერა თუ არა, რომ ტრამპს უკრაინის მომავალი ადარდებს.

"იმედი მაქვს, ასეა. თქვენ იცით აშშ-ის დღევანდელი პოლიტიკა. მათ უფრო მეტად შეერთებული შტატები აინტერესებთ. ეს გასაგებია. ჩვენ ეს გვესმის და ვფიქრობ, რომ ამერიკული გუნდი ამის შესახებ ძალიან ღიად საუბრობს", - განაცხადა ზელენსკიმ.