სულ 35 წლის წინ გვქონდა ასეთი ტრაგედია და ჩვენი თხოვნაა მხარეების მიმართ, რომ ეს არ გავიმეოროთ, ჩვენი ერთობა არის მხოლოდ გადარჩენა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც ქვეყანაში ხდება აღარ უნდა გაგრძელდეს.

"პრობლემა ქვეყანას გვაქვს ზოგადად, იმიტომ, რომ საზოგადოებაში არის განხეთქილება. არის ხელისუფლების პოლიტიკის მომხრე და მოწინააღმდეგე - ეს იყო ჩვენი გულის ტკივილი და ეს იყო ჩვენი სათქმელი დღეს, რაზეც ვისაუბრეთ. ასე არ უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ როგორმე იმიტომ, რომ უკვე ეტყობა სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ტურიზმი თუ სარესტორნო ბიზნესი. ძალიან დიდი ვარდნაა და უნდა გამოვიდეთ ყველა ერთად ამ მდგომარეობიდან. 

ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. სულ 35 წლის წინ გვქონდა ასეთი ტრაგედია და ჩვენი თხოვნაა მხარეების მიმართ, რომ ეს არ გავიმეოროთ, ჩვენი ერთობა არის მხოლოდ გადარჩენა”, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ქართველი ბიზნესმენები შეხვდნენ.  შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.