"საქართველოს ბანკის" YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება და მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას, მათთვის საყვარელი სპორტსმენები და კრეატორები განსხვავებულ ფორმაში გაიცნონ.

მეორე ეპიზოდის სტუმრები არიან ფეხბურთელი საბა ხარებაშვილი და კრეატორი ნიკოლოზ რაბანოვი. მონაწილეები ერთმანეთს 3-3 სახალისო დავალების შესრულებაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

ეპიზოდის სანახავად ეწვიეთ საქართველოს ბანკის YouTube არხს @argacherde.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი YouTube ეკოსისტემისა და ქართველი კრეატორების გაძლიერების ხელშეწყობისთვის, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, შექმნა საქართველოში პირველი YouTube რეალითი შოუ “Creator”-ი, რომლის ფარგლებშიც, დამწყებ კრეატორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ რჩევები გამოცდილი და ცნობილი იუთუბერებისგან, გაეზიარებინათ მათი გამოცდილება და პირველი ნაბიჯები გადაედგათ YouTube სივრცეში.