ეროვნული ბანკი შეცდომას უშვებს და ხელს უწყობს პანიკური განწყობილების შექმნას. არ რეაგირებს ლარის გაუფასურებაზე მაშინ, როცა ბევრმა შეიძლება ეს ფაქტი მიაწეროს ირანში განვითარებულ მოვლენებს და შექმნას უარყოფითი მოლოდინები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა იყიდა 2,4 მილიარდი დოლარი, რითაც აფერხებდა ლარის გამყარებას.

"ეროვნული ბანკი შეცდომას უშვებს და ხელს უწყობს პანიკური განწყობილების შექმნას. არ რეაგირებს ლარის გაუფასურებაზე მაშინ, როცა ბევრმა შეიძლება  ეს ფაქტი მიაწეროს ირანში განვითარებულ მოვლენებს და შექმნას უარყოფითი მოლოდინები.

გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა იყიდა 2,4 მილიარდი დოლარი, რითაც აფერხებდა ლარის გამყარებას. მისთვის პრიორიტეტული იყო რეზერვების აღდგენა და არა ლარის შემდგომი გამყარება და ფასების ზრდის შეჩერება. ამ შესყიდული უცხოური ვალუტიდან მცირეოდენის გაყიდვა ხელს შეუშლიდა ლარის გაუფასურებას. ეს აუცილებელია ისეთ ვითარებაში, როდესაც საგარეო პოლიტიკური და შესაძლოა, ეკონომიკური ფაქტორები (მაგ. ნავთობის ფასების მოსალოდნელი ზრდა) ეჭვებს აჩენს საზოგადოებაში და ბიზნესში და საჭიროებს მათ დამშვიდებას.

ვალუტას იმიტომ ყიდულობენ, რომ საჭირო დროს გაყიდონ. ეროვნული ბანკი აგვიანებს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.