საქართველოს ბანკის ინიციატივას „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“, რომელიც პარალიმპიელი სპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად, კიდევ ერთი პარტნიორი — ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, Visa შემოუერთდა. კამპანიის ფარგლებში, Visa-მ ქართველ პარალიმპიელებთან - ირმა ხეცურიანთან და გიგა ოჩხიკიძესთან  თანამშრომლობა დაიწყო.

საქართველოს ბანკისა და შემოქმედებითი სააგენტო Art & Qopy-ის ერთობლივი პროექტი ბიზნესსექტორს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ პარასპორტსმენების მხარდაჭერაში, რათა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება და აღიარება, რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ.

დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში:

"ყველა გამარჯვება პატარა, გაბედული ნაბიჯების შედეგია. Visa ამაყობს, რომ პარალიმპიელების გვერდით დგას წარმატების გზაზე, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში.“

ჩემპიონები მზად არიან, ახლა ბრენდების ჯერია

კამპანიის ვიზუალური კონცეფცია უჩვეულო და სიმბოლურია: პარალიმპიელების ფოტოსესია ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა ფოტოებზე პროდუქტებისთვის განკუთვნილი ადგილი ცარიელია. ბრენდების ნაცვლად, კადრში ჩნდება მთავარი შეკითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“.

ეს ინიციატივა ერთგვარი მოწვევა და გამოწვევაა ქართული ბიზნესისთვის - შეავსონ ეს ცარიელი ადგილები და დაიწყონ პარტნიორობა პარასპორტსმენებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობენ და მედლებსაც მოიპოვებენ.  კამპანიაში უკვე 15 მდე  კომპანიაა ჩართული, თუმცა თავისუფალი სივრცეები კვლავ რჩება. ახლა მთავარი კითხვაა - კიდევ რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?