ვერძი

თქვენ შეიძლება გქონდეთ საუბარი ძალიან განსხვავებულ ადამიანებთან და თითოეულ მათგანთან უნდა მიაგნოთ მიდგომას. ეს ყოველთვის არ გამოდის დაუყოვნებლივ, მაგრამ გამოცდილება და ინტუიცია დაგეხმარებათ. შესაძლებელია, რომ შეთანხმდეთ ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე იმათთან, ვისაც ადრე არ სურდა კონტაქტის დამყარება.

დღეს უამრავი სასიხარულო ამბავს მოაქვს. დილით ის საკმაოდ უმნიშვნელო იქნება, თუმცა სასიამოვნო, მოგვიანებით  კი ბევრად უფრო სერიოზული გახდება. ვერძი მიხვდება: დროა, განახორციელოს ის, რაც მათ დიდი ხნის წინ უნდოდა. იმოქმედეთ გადამწყვეტად და წარმატებას მიაღწევთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. თქვენ გაქვთ რესურსი მრავალი პრობლემის გადაჭრის, მათ შორის ისეთის, რაც უკიდურესად რთულად გამოიყურება. თქვენი ლიდერის თვისებები დღეს განსაკუთრებით გამოხატულია, თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეკრიბოთ თანამოაზრეების გუნდი და მიაღწიოთ წარმატებას მათთან ერთად.

დღე კარგია დიდი შესყიდვებისთვის.

ტყუპები

დიდად ნაყოფიერი დღეა. ბევრ საქმეს კარგად გააკეთებთ და არ აქვს მნიშვნელობა ახალს აიღებთ, თუ დაასრულებთ ძველ ამოცანებს. დღე კარგია რემონტის დაგეგმვის ან დაწყების, ყველაფრის შესაძენად, რაც გჭირდებათ.

საღამო კარგი პერიოდია შემოქმედებისთვის.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა კომუნიკაციისთვის. თქვენ კარგად გესმით, რა სურთ სხვებს და ხშირად პოულობთ გზას მათი მოლოდინების დასაკმაყოფილებლად. სავარაუდოა, სასიამოვნო ნაცნობობა. ბევრი ადამიანი, ვისაც დღეს პირველად შეხვდებით, მალე თქვენი მეგობარი გახდება.

საღამო სავსე იქნება საოჯახო საქმეებით.

ლომი

დღის პირველი ნახევარი სავსეა სასიამოვნო მოულოდნელობებით. პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდათ, მოულოდნელად ადვილი მოსაგვარებელი გახდება. შესაძლებელია, მოულოდნელი აღმოჩენები. ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი მიიღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც გავლენას მოახდენს მათ სამომავლო გეგმებზე.

შუადღე ცოტა უფრო რთული იქნება. შეიძლება, ოჯახში სირთულეების წინაშე აღმოჩნდეთ, ახლობლებთან უთანხმოება არ არის გამორიცხული. ყველაფერი მოგვარდება და საკმაოდ სწრაფად, მაგრამ ამას ძალისხმევა დასჭირდება. ბევრი ლომი ისარგებლებს დიპლომატიური ნიჭით.

ქალწული

ნუ იჩქარებთ. ეს დღე მოითხოვს დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს, გააზრებულ ქმედებებს. შეიძლება, წარმოიშვას გაუგებრობები, მაგრამ თქვენ აუცილებლად გაარკვევთ ყველაფერს, თუ მცირე დეტალებს მიაქცევთ ყურადღებას. ძველი ნაცნობები დაგეხმარებიან და დიდ რჩევებს მოგცემენ.

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ჰარმონიულად ვითარდება. დღე კარგია გეგმების დასახვისა და მათთან ერთად განსახილველად.

სასწორი

ხელსაყრელი დღე. ის კარგია ნებისმიერი საქმისთვის, შედეგები სასარგებლო იქნება თქვენთვის და გარშემომყოფებისთვის. ის ადამიანებიც კი, რომლებიც ადრე სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, დღეს მზად არიან მხარი დაუჭირონ თქვენს იდეებს. შესაძლებელია, მოულოდნელი ამბები შორიდან. ზოგიერთ სასწორს ექნება სასიამოვნო საბაბი გზაზე წასასვლელად. შოპინგი წარმატებული იქნება.

მორიელი

დღის პირველ ნახევარს მოაქვს მოულოდნელი ამბები, რომლითაც ძალიან კმაყოფილი დარჩებით. შესაძლებელია, შემოგთავაზონ თანამშრომლობა ძალიან ხელსაყრელი პირობებით ან სამსახური, რომელზედაც დიდი ხანია ოცნებობდით.

საღამოს, დადგება უფრო მშვიდი პერიოდი, რომელიც კარგად შეეფერება ოჯახურ საქმეებს, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას. ბევრ მორიელს ელოდება მეგობრების შეხვედრა. უამრავი თემაა საუბრისთვის.

მშვილდოსანი

შეეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე მაშინაც კი, თუ რამე არასწორად წავა. ეს არის ზუსტად ის, რაც გჭირდებათ შესანიშნავი შედეგების მისაღწევად, რთულ შემთხვევებთან გასამკლავებლად. თქვენ კარგად ერგებით ადამიანებს და ადვილად პოულობთ მოკავშირეებს. მაგრამ გახსოვდეთ: არ უნდა ენდოთ ყველას, ვინც ადვილად იძლევა დანაპირებს და საუბრობს უპირობო მხარდაჭერაზე.

თქვენ სწრაფად ხვდებით, როგორ მოიქცეთ და ინტუიცია დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, რთულ კითხვებზე პასუხების პოვნაში.

თხის რქა

დღე, როდესაც შეგიძლია შეასრულო ის, რაც ადრე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. და ეს არ არის იღბლის ან ვარსკვლავების მხარდაჭერის საკითხი. უბრალოდ, თქვენ კარგად იცით, რისი მიღწევა გსურთ და როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება, არ თქვათ უარი თქვენს გეგმებზე თუ გზაზე დაბრკოლებები წარმოიქმნება.

ლიდერის თვისებები აშკარად ვლინდება. ადამიანები, რომლებიც ადრე ეჭვქვეშ აყენებდნენ თქვენს ნიჭს, ახლა მზად არიან თქვენთან ერთად იყვნენ ცეცხლში და წყალში. შესაძლებელია, მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში.

მერწყული

ეს ხელსაყრელი დღე გაძლევთ შანსს მიაღწიოთ წარმატებას პირად ურთიერთობებში. ნუ ინერვიულებთ წვრილმანებზე, თქვენ ცდილობთ სრულყოფილად გაუმკლავდეთ ყველაფერს, რა საქმესაც იღებთ. ეს კარგ შთაბეჭდილებას ახდენს სხვებზე. ადამიანები, რომლებმაც ადრე არ დაგაფასეს, მიხვდებიან, რამდენად შეცდნენ.

მერწყულს ექნება სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის რომანტიკული.

თევზები

სასიამოვნო და ძალიან დატვირთული დღე. თქვენ გრძნობთ, რომ ბევრი რამის უნარი გაქვთ და აქ თქვენი ინტუიცია არ ცდება,- თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ბევრი რამის გაკეთება. თქვენ შეძლებთ გააკეთოთ ის, რაც სხვებმა ვერ შეძლეს. ბევრი თევზი ისარგებლებს ადრე მიღებული გამოცდილებით.

დღე კარგია ახალი ნაცნობებისთვის. თქვენ კარგად ერკვევით ადამიანებში, სწრაფად ახდენთ სწორ შთაბეჭდილებას მათზე. საღამო სასიამოვნო სიურპრიზებს ჰპირდება ნიშნის მომხიბვლელ წარმომადგენლებს.