ვერძი

ახალი მასშტაბური პროექტები სამომავლოდ გადადეთ, თქვენი ახალი იდეები, ამ ეტაპზე, არ არის ისეთი გააზრებული, ამიტომ ,ნაჩქარევი მოქმედება არ გამოიღებს სასურველ შედეგს.

კურო

თქვენი პროექტებისა და იდეების რეალიზება სასიკეთო შედეგს მოიტანს. წარმატებას მოგიტანთ, ზოგადად, საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა. გარისკეთ და იმუშავეთ ახალ იდეებზე.

ტყუპები

დღე,ს კარგია დაკავდეთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებით. შეიქმენით მყუდრო გარემო და ჰარმონიული ატმოსფერო, დაეხმარეთ ახლობლებსა და ნათესავებს.

კირჩხიბი

სასიკეთო დღეა მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმების, სწავლის, ხელშეკრულებების დადებისა და საჭირო ინფორმაციების მოსაძიებლად თუ ასათვისებლად.

ლომი

დღეს, შანსი გაქვთ არა მხოლოდ მოაგვაროთ ფინანსური საკითხები, არამედ, საგრძნობლად განიმტკიცოთ მატერიალური პოზიციები და დიდ წარმატებასაც მიაღწიოთ.

ქალწული

სამსახურში დიდია ცვლილებების ალბათობა, რაც შესაძლოა სასიკეთოდ აისახოს თქვენს მომავალზე. შეკარით თანამოაზრეთა გუნდი და იფიქრეთ საერთო პროექტის განხორციელებაზე.

სასწორი

დაასრულეთ ძველი საქმეები, შეძლებისდაგვარად, მოიშორეთ ვალები. იზრუნეთ თქვენს სულიერ და ფიზიკურ სიჯანსაღეზე. ერიდეთ ინტრიგებს.

მორიელი

შესაძლოა, დღეს, შეხვდეთ ისეთ ადამიანს, რომელთანაც საერთო მიზანი გაგიჩნდებათ და ხანგრძლივი დროით ნაყოფიერად ითანამშრომლებთ.

მშვილდოსანი

სამსახურში მიმდინარე ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში არაერთ სიახლეს შეიტანს, თუმცა, საკუთარი პოზიციების შესანარჩუნებლად, დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.

თხის რქა

ამ ეტაპზე, სარეკლამო კამპანიები მეტად მომგებიანია. ასევე, სასწავლო, სამეცნიერო საქმიანობა და პუბლიკის წინაშე გამოსვლები. სასიკეთოა უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობაც.

მერწყული

სულიერი მძაფრი განცდები, გაუთვალისწინებელი პრობლემები თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. სიფრთხილე გმართებთ ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით. იყავით მეტად წინდახედული.

თევზები

კარგად გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია და აკონტროლეთ ირგვლივ მიმდინარე მოვლენები. ყველას ნუ ენდობით, ასევე, მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას.